მალდივების დასასრული?

მალდივები, სამოთხე ტროპიკული სანაპიროებით და სუფთა თეთრი ქვიშით ყოველწლიურად უამრავ ტურისტს იზიდავს. მაგრამ ამ კუნძულის ბუნებრივი სილამაზე შესაძლოა მალე გაუჩინარდეს.
1100 კუნძული, რომელიც მალდივებს ქმნის მიწის ზედაპირიდან შესაძლოა გაქრეს გლობალური დათბობის გამო. მეცნიერების აზრით, ზღვის დონე 60 სანტიმეტრით აიწევს 100 წლის შემდეგ.
კუნძულს ამაგრებს მარჯნის რიფები. ოკეანეში წლის მომატება კი გაზრდის ტალღებს, რაც თავის მხრივ რიფებს გაანადგურებს. ასევე, ოკეანეში მარილის მომატება კუნძულის ნიადაგს და მიწას გამოფიტავს.
გლობალური დათბობა ასევე უარყოფით გავლენას იქონიებს სათევზაო ინდუსტრიაზე. თინუსი და პლანქტონი წყლის სიღრმეში ცხოვრობს, რაც ართულებს მათ დაჭერას.
ეს ყოველივე კი საფრთხეს შეუქმნის ტურიზს მალდივზე. როგორც რიფები, თეთრი ქვიშებიც მალე გაქრება და ტურისტებიც ვეღარ შეძლებენ მალდივების სილამაზით ტკბობას.
კუნძულის მეპატრონეებისთვის ცნობილია მოსალოდნელისაფრთხე და ეძებენ ახალ საცხოვრებელს მოახლეობისთვის.


