top of page

პარიზში მცურავი ფიტნეს დარბაზი გამოჩნდა


პარიზში მცურავი ფიტნეს დარბაზი გამოჩნდა. ორიგინალური იდეის ავტორი იტალიელი არქიტექტორი კარლო რატი გახდა. მან დაამზადა 20 მეტრის სიგრძის მინის დარბაზი, სადაც 45 ელექტროველოსიპედი მოთავსდა. შესაბამისად, ვარჯიშს ამდენივე ადამიანი შეძლებს. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ დარბაზი ენერგიას ადამიანებისგან იღებს, ანუ ტრენაჟორების მოძრაობით წარმოიქმნება ელექტროენერგია და დარბაზს ამოძრავებს. რაც შეიძლება იყოს უფრო კარგი, ადამიანები ვარჯიშობენ და თან პარიზის ულამაზესი ხედებით ტკბებიან. სპეციალისტების აზრით, მოძრავი დარბაზი ადამიანებს ვარჯიშისთვის კიდევ უფრო მეტ სტიმულს აძლევს.

Please reload

bottom of page