ოაზისი-მსოფლიოს უდიდესი ხომალდი

ოაზისი მხოფლიოს უდიდესი კრუიზია, რომელსაც 6200 მგზავრის გადაყვანა შეუძლია და რომელსაც 2000 მომსახურე პერსონალი ემსახურება. ხომალდი 40%-ით დიდია მსოფლიოს სხვა გემებთან შედარებით, 20 სართულიანი სახლის სიმაღლე აქვს და 15 გემბანი.

გემს აქვს ყველაფერი, რაზეც შეიძლება მგზავრმა იოცნებოს. სტუმრებს შეუძლიათ ისეირნონ პარკში ნამდვილი ხეებით და ეგზოტიკური პალმებით, მიირთვან და დალიონ 24 საათიან სასტუმროში, ან მოძრავი ბარით გადაადგილდნენ სხვადასხვა გემბანზე. ყველასთვისაა განკუთვნილი გოლფის, კალადბურთის კორტები და საციგურაო მოედანი. მშობლებს შვილების დატოვება შეუძლიათ ძიძებთან, სანამ ისინი იშოპინგებენ მაღაზიებსა და ბუტიკებში.

უახლესი ტექნოლოგიები გემს ერთ -ერთ თანამედროვე გემად აქცევს. კაპიტანი ამბობს, რომ გემის მართვა ადვილია, რადგან ყველაფერი ავტომატური და კომპიუტერულია.
გემი ფინეთში აიგო. გემის მფლობელები იმედოვნებენ, რომ ოაზისი დიდ შემოსავალს მოიტანს. გემის მშენებლობა 1.5 ბოლიონი დოლარი დაჯდა, ხოლო 9 დღიანი კრუიზის ფასი 1700 ევროდან იწყება.

