top of page

როგორ დავზოგოთ ფული ევროპაში მოგზაურობის დროს


ევოპაში მოგზაურობა არც ისეთი იაფია, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა განსაზღვრულ ბიუჯეტსაც გადააჭარბოთ. მაგრამ თუ ცოტა ჭკუას იხმართ - დაგეგმავთ წინასწარ, გააკეთებთ მოსანახულებელი ადგილების რეზერვაციას რამოდენიმე დღით ადრე, იმოგზაურებთ ჯგუფურად და ა.შ. აღმოაჩენთ, რომ არც თუისე ცოტა ფულის დაგიზოგავთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რაც გაგიადვილებთ ფულის დაზოგვას:

იმოგზაურეთ როცა დასვენების აქტიური სეზონი არ არის

ევროპაში ზაფხულში დასვენება ძვირი სიამოვნებაა. ეს არის გადატვირთული სეზონი, ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად კი რამდენიმე საათი რიგში დგომაც მოგიწევთ. მაგალითად, დასვენება ვენეციასა და ფლორენციაში ზაფხულობით არაკომფორტულია ხალხმრავლობის გამო.

გაზაფხული და შემოდგომა სამოგზაუროდ სასიამოვნო სეზონია. ავიაბილეთების ფასიც საგრძობლად დაბალია და სასტუმროებიც 40%-მდე ფასდაკლებებს გვთავაზობენ.

იყიდეთ სამგზავრო ბარათები

ევროპის ბევრი ქალაქი გვთავაზობს სამგზავრო ბარათებს, რომლის მეშვეობითაც დავზოგავთ ფულს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ასევე ფასდაკლებები მოქმედებს მუზეუმებსა და გალერეებში. ასეთი სამგზავრო ბარათების შეძენა შესაძლებელია ტურისტულ ან ვიზიტორთა ცენტრებში.

იმგზავრეთ ავტობუსით

ამერიკისგან განსხვავებით ევროპის ავტობუსები მისაღები გზაა სამოგზაუროდ. ავტობუსები სუფთაა, თანამედროვე, საპირფარეშოთი და უფასო Wi-Fi. ავტობუსით მგზავრობა ლონდონიდან პარიზამდე 15 ევრო დაგიჯდებათ. ზოგჯერ ავტობუსით გადაადგილება უფრო სწრაფიც კია ვიდრე მატარებლით.

იმოგზაურეთ ჯგუფურად

ევროპის ყველა ქვეყანაში მოგზაურებისთვის ერთი სასარგებლო პრინციპი მოქმედებს - რაც უფრო ბევრნი ხართ, ხარჯიც ნაკლები გაქვთ - ტრანსპორტზე, სასტუმროებში, კაფეებსა თუ რესტორნებში, თუ არასრულწლოვანიც თან გახლავთ, ხომ საერთოდ გაგიმართლათ, მათთვის თითქმის ყველგან 50%, 70% და მეტი ფასდაკლება მოქმედებს უამრავ სერვისზე.

ასე რომ, თუ ბევრი ფულიარ გაქვთ, დიდადაც ნუ დანაღვლიანდებით, ევროპას ყოვეთვის შეუძლია გამონახოს თქვენთვის რაღაც, რაშიც ბევრი ფულის გადახდა არ მოგიწევთ, მთავარია იმოგზაუროთ გონივრულად.

Please reload

bottom of page