ალუბლების ყვავილობა იაპონიაში
როცა ალუბალი იწყებს აყვავებას იაპონიის ქალაქები ვარდისფერდება და სასიამოვნო სურნელება იფრქვევა ჰაერში. ალუბლის ყვავილობა ყველაზე საუკეთესო ტურისტული სეზონია, რომლის დროსაც სხვადასხვა კულტურული ღონისძიება იმართება.
Kyoto, Japan
ქალაქ კიოტოში, რომელიც ცნობილია ტაძრებით, ულამაზესი ბაღებითა და სასახლეებით, ალუბლის ყვავილობა მარტის ბოლოდან იწყება და აპრილის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ესტუმრეთ 70 წლის საკურა ხეს, Maruyama-koen პარკში, სადაც იაპონური ტრადიციების თანახმად გაზაფხულს ეგებებიან საჭმლით, სასმელითა და მუსიკით.

Osaka, Japan
ოსაკაში ათასობით ალუბლის ხე, რომლებიც მდინარე ოკავას გასწვრივ ხარობს, ქმნის მყუდრო სასეირნო გარემოს, სადაც შეგიძლია დატკბე ხედით.

Kanazawa, Japan
კარგად შემონახული სამურაის და გეიშას გარეუბნებით ქალაქი კანაზავა, სადაც მდებარეობს ჩაის სახლები, გადაჯაჭვული ხეები, ტბები და ყვავილები ზღაპრულ ქალაქს ემსგავსება გაზაფხულზე. აქ ალუბლის ყვავილები ჰაერში „ცეკვავენ“ მათი სიმრავლის გამო.

Nara, Japan
კულტურული ქალაქი გამორჩეულია სიმწვანით. როცა ალუბალი ყვავის პარკები, სასახლეები და ციხის ნანგრევები საოცარ სანახაობას ქმნის. დაახლოებით 30,000 ალუბლის ხე ფარავს Yoshino-ს ბორცვს, რაც მას ვარდისფერ ტონალობას და სასიამოვნო სურნელებას ანიჭებს.

Fukuoka, Japan
ყოველ გაზაფხულზე Fukuoka’s Maizuru პარკი მასპინძლობს ალუბლის ყვავილობის ფესტივალს, სადაც ათასობით აყვავილებული ხეები განათებულია ღამით. ეს ფესტივალი იმართება მარტის ბოლოსთვის და უამრავ ტურისტს იზიდავს.
