top of page

გერმანიაში წყალზე მომუშავე მატარებლები გამოჩნდებიან

გერმანიამ შეისყიდა პირველი ნულოვანი გამონაბოლქვის მატარებელი, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს ქალაქის 4,000- მდე დიზელზე მომუშავე მატარებლები.

მატარებლის ძრავა მუშაობს წყალბადზე და მოძრაობის დროს მხოლოდ წყლის ორთქლს აფრქვევს.

გერმანიამ 14 ასეთი მატარებელი შეუკვეთა ფრანგულ ფაბრიკებს და მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ მატარებლები გაამართლებს.

მატარებელი The Coradia iLint ისე ჩუმად ივლის, რომ ერთადერთი ხმაურის გამომწვევი იქნება ბორბლების შემხვედრ ქართან შეჯახება.

სხვა მატარებლებისგან განსხვავებით, რომლებიც დიზელზე მუშაობს The Coradia iLint არ დააბინძურებს გარემოს.

გერმანელი სპეციალისტები ტესტავენ მატარებლებს და სავარაუდოდ, ოპერირებას 2017 წლის დეკემბრიდან დაიწყებს.

Please reload

bottom of page