top of page

უცნაური მექსიკური ფესტივალები

მექსიკელებს უყვართ კარნავალებზე, წვეულებებსა და ფესტივალებზე თანხის დახარჯვა, ვიდრე სხვა ნებისმიერ ეროვნულ დღესასწაულზე. გაეცანით უცნაურ და საინტერესო მექსიკურ ფესტივალებს.

Feria Nacional del Burro

ზოგადად, ვირი არ აღიქმება მიმზიდველ ცხოველად, მაგრამ ოტუმბას მოსახლეები აღმერთებენ მას. ესპანელი კოლონისტების პერიოდში ოტუმბა იყო წამყვანი ქალაქი ვირების გაყიდვაში. 1965 წლის 1 მაისიდან მოყოლებული აქ ვირების ეროვნული ფესტივალი იმართება. ფესტივალი იმდენად ცნობილია, რომ 40,000-მდე დაინტერესებულ ადამიანს მასპინძლობს. ფესტივალის დროს ვირები ტროტუარზეა გამოფენილი საათობით, იმართება ფოიერვერკები, ვირის ფორმის ბუშტებს შეხვდებით ყველგან; პოპულარულია ვირების ბრბოლაც; ვირებს ტანსაცმელს აცმევენ და პარადზე გამოჰყავთ.

Noche de los Rabanos

ეს ყოველწლიური ფესტივალი, რომელიც ქალაქ Oaxaca-ში იმართება უკავშირდება ხელოვნებას და ბოლოკისგან ულამაზესი სკულპტურების გაკეთებას. ესპანელებმა გააცნეს მექსიკელებს ბოლოკი და მისგან დაიწყეს რელიგიური სკულპტურების გამოთლა, რითაც იზიდავდნენ მყიდველებს ახალი წლის დროს. ეს ფესტივალი სათავეს იღებს 1897 წლიდან და დროთა განმავლობაში უფრო შთამბეჭდავი გახდა. დღესდღეობით ფესტივალზე შესვლა განსაზღვრულია 100 კაცამდე, ხოლო მთავრობა ფესტივალში მონაწილეებს ამარაგებს სკულპტურებისთვის საჭირო დიდი ზომის ბოლოკებით. ძირითადი თემატიკა ეროვნულია ქალაქის ხედებით ან ნაციონალური ტანსაცმლით. ასევე, არის თავისუფალი სტილი, რომელიც უფრო ექსპერიმენტულია.

Please reload

bottom of page