top of page

3 ლოკაცია, რომელიც რეჟისორებმა შეარჩიეს

რეჟისორები მუდმივად მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყნებში შთამბეჭდავი, მისტიური და დამაინტრიგებელი ლოკაციების მოსაძებნად.

ფრანცის ფორდ კოპოლა არდადეგებზე იყო სიცილიაში, როცა სოფელ ტაორმინაში პატარა ეკლესიას გადააწყდა და გადაწყვიტა თავის გადამღებ ჯგუფთან ერთად დაბრუნებულიყო. ეკლესია, სადაც კორლეონეს ქორწილის სცენა გადაიღეს ჰოლივუდის ისტორიის ნაწილად დარჩა.

The Godfather

ცოტა ფილმი თუ გადმოსცემს საფრანგეთის და მონაკოს ქალაქის ხედებს ისე შთამბეჭდავად როგორც ფილმი “დაიჭირე ქურდი“. კერი გრანტი გიდის როლში გვევლინება, ალფრედ ჰიჩკოკმა კი შესანიშნავად მოახერხა სასიყვარულო ისტორიის გადმოცემა. გრეის კელი ბევრი რამით მოიხიბლა მონაკოში, მათ შორის Castle of la Croix des Gardes-ით სადაც ბალ-მასკარადის სცენა გადაიღეს. 26 წლის ასაკში გრეის კელიმ ჰოლივუდს თავი დაანება და მონაკოს პრინცს გაჰყვა ცოლად.

To Catch a thief

ფილმში, სადაც ამერიკელი ახალგაზრდა ხვდება ფრანგ სტუდენტს მატარებელში არწმუნებს მასთან ერთად ჩამოვიდეს ვენაში გასასეირნებლად. მთელი ფილმის განმავლობაში წყვილი საუბრობს ცხოვრებაზე, სიყვარულზე, განიხილავენ ლიტერატურას. ფილმში ჩანს ვენის ისეთი ღირსშესანიშნავი ადგილები როგორებიცაა: Wiener Riesenrad, Zollamtssteg Bridge, Maria am Gestade church, and the Donaukanal. ასევე კაფე "სპერლ", რომელიც ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული და პოპულარული კაფეა.

Before Sunrise

Please reload

bottom of page