როგორ აღნიშნავენ გაზაფხულის მოსვლას მსოფლიოს მასშტაბით?
ლონდონი, ინგლისი
დრუიდების ორდენის წარმომადგენლები გაზაფხულის მოსვლას აღნიშნავენ სხვადასხვა ლოკაციებზე მთელს ლონდონში. გაზაფხული აღიქმება როგორც ახალი სიცოცხლის, ნაყოფიერების და პოზიტივის მომტანი.

ბაქო, აზერბაიჯანი
ხალხი ესწრება ნოვრუზის აღნიშვნას, ტრადიციული გაზაფხულის ირანულ ფესტივალს, რომელიც იწყება განსაზღვრულ დროს გაზაფხულზე.

ნანჯინგი, ჩინეთი
ტურისტები ესწრებიან ალუბლის აყვავების ფესტივალს, რომელიც ჩინეთის სხვადასხვა ქალაქებში იმართება და საკმაოდ ხალხმრავალია.

იგდირი, თურქეთი
ნოვრუზის ფესტივალის დროს მამაკაცები მწვანე სამოსში გამოეწყობიან, რაც მათი რწმენით ბედნიერების და დოვლათის მომტანია.

ჰეფეი, ჩინეთი
გაზაფხულის ბუინობის აღსანიშნავად ბავშვები კვერცხებს „აყენებენ“, რადგან ლეგენდის თანახმად ამ დღეს ბალანსის და წონასწორობის დაცვა შედარებით ადვილია.

იუკატანი, მექსიკა
მაიას ტომის ნანგრევებზე მზის ამოსვლას მექსიკელები ხელის აწევით ეგებებიან, რომ მისგან დადებითი ენერგია მიიღონ.
