კომპანია “ბენტლის” სასტუმრო, სადაც ერთი ღამე 5 ათასი დოლარი დაგიჯდებათ
კომპანია “ბენტლი” და წმინდა რეგის სასტუმროების ქსელი კვლავ აგრძელებენ თანამშრომლობას და ახალი სასტუმრო ამჯერად სტამბულში გახსნეს.
ახალი სასტუმროს ლუქსის ფასი 5 345 დოლარია. ნომრის დიზაინი მთლიანად შთაგონებულია “ბენტლის” ავტომობილებით. ნომერში განთავსებული დივანი იმავე ტყავისგანაა დამზადებული, რომლითაც “ბენტლის” ავტომობილის სავარძლები მზადდება. სავარძელში განთავსებულია შამპანურის საიდუმლო ბარიც.




