ჩინელები მეორე პარიზს აშენებენ
თუ ერთ დღეს ჩინეთის ქალაქ ტიანდუჩენგს ესტუმრებით, თქვენ შეძლებთ იხილოთ 354 ფუტის სიმაღლის ეიფელის კოშკი. გავრცელებული ინფორმაციით, პარიზის რეპლიკაციის მშენებლობა ჩინეთში 2007 წელს დაიწყეს, თუმცა ადგილობრივი მედია ირწმუნება, რომ მშენებლობა მხოლოდ ახლახან დაიწყო. უძრავი ქონების სპეციალისტებს შორის აზრი ორადაა გაყოფილი. ზოგიერთი მათგანი მიიჩნევს, რომ ეს უბრალოდ უგუნურებაა, ნაწილი კი თვლის, რომ მსგავსი პროექტებით შესაძლებელი იქნება ჩინეთის პროვინციების ურბანული განვითარება. როგორც ირკვევა, ჩინეთის სხვადასხვა კუთხეში უკვე აშენდა გერმანიის, იტალიის, ინგლისის ქალაქების რეპლიკაციები.
ჩინური პარიზი კი ჯერჯერობით ასე გამოიყურება




