ინოვაციური კარავი, რომელიც მზის ენერგიას და წვიმის წყალს აგროვებს
ინოვაციური და ძალიან საჭირო კარავი კანადელმა დიზაინერმა, არქტიტექტორმა და ხელოვანმა Abeer Seikaly-მ შექმნა. უნივერსალური კარავი განკუთვნილია დევნილებისთვის, რომლებსაც გადაადგილება ომების, კლიმატის ცვილების ან რაიმე სხვა მიზეზით უწევთ.
კარვის შექმნისთვის შთაგონება გველის კანი, ქსოვა და მომთაბარე ცხოვრება გახდა. გამძლე, მაგრამ მსუბუქი ქსოვილისგან შექმნილი კარავი მის ბინადრებს ნორმალური ცხოვრების საშუალებას აძლევს. მოქნილი ორშრიანი კარავი საიმედოა თოვლისა და წვიმის დროს. წვიმის წყალი გროვდება ზედა შრეზე და შესაძლებელი ხდება მისი შენახვა და შხაპისთვის გამოყენება. მზის ენერგია კი აღწევს კარვის ქსოვილში და მასში ჩამონტაჟებულ ბატარეებს ავსებს, რითაც ხდება განახლებადი ელექტროენერგიის უზრუნველყოფა.
მარტივი, მაგრამ ეფექტური სტრუქტურა უზრუნველყოფს დევნილებს, რომ ჰქონდეთ უმთავრესი რესურსები: წყალი, ენერგია და სახლი.


