აუზი ცაში – მინის აუზი 10 სართულიან კორპუსებს შორის

28 Mar 2017

თუ სიმაღლის შიში არ გაქვთ, ცოტა ექსტრემალიც ხართ და ცურვაც გიყვართ, ეს საცურაო აუზი სწორედ თქვენთვის იქმნება. ამბიციური პროექტი ლონდონში ხორციელდება. მთლიანად მინისაგან დამზადებული აუზი ორ ათსართულიან კორპუსს შორის იქნება განთავსებული. “აუზი ცაში” – ასე უწოდეს მას პროექტის ავტორებმა. აუზის სიგრძე 25, სიგანე 5, სიღრმე კი 3 მეტრი იქნება და ის მთლიანად 20 სმ. სისქის მინისგან დამზადდება.
აუზის მშენებლობა წელს იწყება და დასრულებას 2018 წელს ვარაუდობენ.

 

 

 

 

Please reload

Please reload