ქუჩის ხელოვნება და ფერადი დასახლება მექსიკის გარეუბანში
მექსიკის მთავრობამ ახალგაზრდულ ორგანიზაცია Germen Crew-სთან და ქუჩის მხატვრების ჯგუფთან ერთად გადაწყვიტა ხელოვნების საშუალებით გამოეცოცხლებინა პალმიტას დასახლება, სოფელი მექსიკის გარეუბანში.
იდეა მიზნად ისახავდა საზოგადოების გაერთიანებას 200-ზე მეტი სახლის ექსტერიერის მოხატვის პროცესში, რომლის ზედაპირი 20,000 კვადრატულ მეტრს შეადგენდა. ადგილობრივი ახალგაზრდობაც აქტიურად ჩაერთო პროექტში, საბოლოო ჯამში, გარდა ომისა, რომ გარემო გახალისდა, დანაშაულის დონემაც საგრძნობლად იკლო სამეზობლოში.


