top of page

ადგილები, სადაც შეგხვდებათ კრისტალურად სუფთა წყალი

სად შეიძლება ნახოთ კრისტალურად სუფთა წყლები და დატკბეთ ხელშეუხებელი ბუნებისსილამაზით? ჩვენ განახებთ მსოფლიოში ადგილებს ყველაზე გამჭირვალე წყლით.

საბახი, მალაიზიის შტატი, იგი მდებარეობს ბორნეოს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში, გარშემორტყმულია კორალური რიფებით. მყვინთავთა საყვარელი შეკრების ადგილია კურორტი სემპორნა (Semporna).

პუპუ სპრინგსი, ახალი ზელანდია მდებარეობს სამხრეთ კუნძულის ზღვარზე, გოლდენ-ბეის ყურის სანაპიროზე.

მალდივები შედგება 26 ატოლისაგან, რომლებიც განლაგებულია ინდოეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით, 400 კილომეტრში. რიფების მდიდარი ფაუნა და წარმოუდგენლად სუფთა წყალი იზიდავს ტურისტებს. გარდა ამისა, მალდივებზე შეხვდებით, გადაშენების პირას მყოფ ცხოველების იშვიათ ჯიშებს.

ლურჯი ტბა არის მსოფლიოში ყველაზე სუფთა ტბის პრეტენდენტი. იგი მდებარეობს " ნელსონ ლეიკ"-ის პარკში ახალ ზელანდიაში, სამხრეთ კუნძულის მთებში.

კუნძული ბორა ბორა, საფრანგეთის პოლინეზია ყველაზე პოპულარული ადგილი, მყვინთავთა შორის. წყალში შესაძლებელია გიგანტური "ზღვის ეშმაკი"- ის ნახვაც.

Please reload

bottom of page