ევროპის ყველაზე შთამბეჭდავი მეტრო სადგურები
Kungsträdgården, 1977
შვედეთი, სტოკჰოლმი

სტოკჰოლმის მეტროს მსოფლიოში ყველაზე გრძელ მხატვრულ გალერეას ეძახიან. ბევრი სადგური კლდეშია გამოჭრილი, კედლები ყველგან ბუნებრივია, თუმცა სხვადასხვა სტილში გაფორმებული. დიზაინერმა ულრიკ სამუელსონმა ძველი შვედური სასახლეების ესთეტიკა ანტიკურ მოტივებთან გააერთიანა. სადგურის დარბაზში, ასევე ქალაქის რეკონსტრუქციის დროს გადარჩენილი რელიქვიებია გამოფენილი.
Arts et Métiers, 1935
საფრანგეთი, პარიზი

1994 წელს, ხელოვნების და ხელობის მუზეუმის გვერდით მდებარე სადგური სტიმ-პანკის სტილში გაფორმდა. მისი შიდა სივრცე წყვალქვეშა ნავს დაემსგავსა: სპილენძის კედლები, ილუმინატორები, მექანიზმები. ეს ყველაფერი XIX საუკუნის საინჟინრო სიახლეებს და ჟიულ ვერნის სიურეალისტურ ფანტაზიებს მოგაგონებთ.
Formosa Boulevard Station, 2008
ჩინეთი, ტაივანი, გაოსიუნი

სადგური თავისი „სინათლის გუმბათით“ არის ცნობილი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ მრგვალ, შუშის კონსტრუქციად ითვლება. მისი დიამეტრი 30 მეტრია. 4500 ფერად პანელზე 4 სტიქიაა გამოსახული: წყალი, მიწა, სინათლე და ცეცხლი, რაც ტაივანიზე დემოკრატიული პროცესების აღორძინების სიმბოლოა.
Museum Station, 1963
კანადა, ტორონტო

სადგური, რომელიც ონტარიოს სამეფო მუზეუმთან მიგიყვანთ, 2008 წელს მისი გაგრძელება გახდა. დარბაზს 5 სახეობის სვეტი ალამაზებს, რომლებიც სხვადასხვა კულტურებს ესადაგება: კანადელი ინდიელების რიტუალური სვეტები, ბერძნული დორიული სვეტები, ჩაკეტილი ქალაქის სვეტები, ტოლტეკის მეომრების და ოსირისის ქანდაკებები. სიტყვა „MUSEUM“-ის ასოები კი ეგვიპტური იეროგლიფებით და ნახატებით არის დაფარული.
Автово, 1955
რუსეთი, პეტერბურგი

სადგურს ხშირად „ბროლის სასახლეს “ ეძახიან. მისი ინტერიერი რელიეფური, დაპრესილი შუშით მოპირკეთებული სვეტებია. 2014 წელს „ავტოვო“ Guardian-ის მსოფლიოს 12 ულამაზეს მეტრო სადგურის სიაში შევიდა.
Toledo, 2012
იტალია, ნეაპოლი
