ყველაზე გრძელი რკინიგზის მარშრუტი ტურისტებისთვის გაიხსნება

მსოფლიოში ყველაზე გრძელი რკინიგზის მარშრუტი სულ მალე ტურისტებისთვის გაიხსნება. ესპანური გამოცემა „hosteltur”-ის ინფორმაციით, ამჟამად მადრიდიდან იუს მიმართულებით (ჩინეთი) მხოლოდ სატვირთო მატარებლები გადაადგილდებიან, თუმცა ის უახლოეს მომავალში მგზავრებსაც მოემსახურება.
ყველაზე გრძელი რკინიგზის ხაზი 2 წლის წინ ამოქმედდა და ამ დროის განმავლობაში ათასობით რეისიც შესრულდა. ამიერიდან კი სატვირთო მატარებელს ტურისტებისთვის განკუთვნილ სამგზავრო ვაგონს მიაბავენ.
ასეთი მარშრუტი 8 ქვეყნის – ესპანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ბელარუსის, რუსეთის, ყაზახეთისა და ჩინეთის მონახულებას მოიცავს. მოგზაურობა 17-დან 19 დღემდე გაგრძელდება და ამ დროის განმავლობაში გადამზიდი 13 კმ-ს გაივლის. თუმცა, პროექტის განხორციელებამდე ყველა დეტალის სახელმწიფოსთან შეთანხმებაა საჭირო.