სააღდგომო ტრადიციები სხვადასხვა ქვეყნებში
პოლონეთი პოლონეთში აღდგომას აუცილებლად ზეიმობენ ოჯახის გარემოცვაში მშობლების სახლში. სააღდგომო სუფრაზე აუცილებლად ნახავთ პირშუშხას. ეს არის თითქოსდა შეხსენება იესოს ტკივილების შესახებ, რომელსაც მიირთმევენ პოლონურ ტრადიციულ კერძთან „ბიგისო“ -ხორცი რომელიც მოთავსებულია პურში. აცხობენ აგრეთვე პასკას, რომელსაც ეძახიან „ბაბკას“ და სააღგომო ნამცხვარს „მაზურკას“ მორთულს ცუკატებით.

საფრანგეთი
ფრანგების აუცილებელ სააღდგომო საჩუქარს წარმოადგენს წითელი კვერცხი. ფრანგებიც ეჯიბრებიან ერთმანეთს კვერცხის გატეხვაში.
აღდგომის აღნიშვნას საფრანგეთში ერთვის განსაკუთრებული ფრანგული მომხიბვლეობა. ზარები წარმოადგენენ საფრანგეთში საყოველთაო სიხარულისა და დღესასწაულის სიმბოლოს. აღდგომის დღეს ყველაგან ისმის ზარების რეკვა.
საინტერესოა კიდევ ერთი სააღდგომო ტრადიცია: მშობლები მალავენ შოკოლადის კვერცხებს, შვილები კი ეძებენ მათ.

გერმანია
გერმანიაში აღდგომის წინა დღეებში - პარასკევს და შაბათს არ მუშაობენ. შაბათს საღამოს ინთება დიდი სააღდგომო კოცონი, როგორც ზამთრის დასასრულისა და ყველა ცუდი გრძნობების ცეცხლისთვის მიცემის სიმბოლო. მთავარი სააღდგომო პერსონაჟი გერმანიაში არის კურდღელი, რომელსაც ტრადიციის თანახმად მოაქვს სახლში შეღებილი კვერცხები. მშობლები აღდგომის წინა ღამეს მალავენ კალათებს სააღდგომო კვერცხებით, ტკბილეულითა და საჩუქრებით. დილით საუზმის შემდეგ კი მათ ეძებენ ბავშვები, რაც სადღესასწაულო დღის ერთ-ერთი ყველაზე მხიარული მომენტია.

შვედეთი
სააღდგომოდ შვედეთის მაცხოვრებლები რთავენ სახლებს სააღდგომო ყვავილების ყვითელი, მწვანე და თეთრი ფერის თაიგულებით. ნებისმიერ სახლში სააღდგომოდ ნახავთ ფერადი ბუმბულებით მორთულ პატარა ყვითელ წიწილებს. სააღდგომო კვერცხებს კი შვედები ამზადებენ მუყაოსგან და დებენ მასში დიდ ლამაზ კანფეტს.

საბერძნეთი
საბერძნეთში სააღდგომო სუფრისთვის ამზადებენ ტკბილ პურს, ცხვრის ხორცს, მწვანე სალათის გარნირით. პურს რთავენ შეღებილი კვერცხებით. სპეციალური სააღდგომო დესერტია აგრეთვე ტკბილი ფილოს (თხელი ფენოვანი ცომი) ღვეზელი ნიგვზით და გვირგვინის ფორმის ორცხობილები.
