ფრენები 5 ევროდან: ავიაკომპანია Ryanair საქართველოში შემოდის

15 Apr 2017

Ryanair-ი საქართველოს ბაზარზე შემოდის. ავიაკომპანიის აეროპორტების კოდებში უკვე გამოჩნდა თბილისიც, რაც ნიშნავს, რომ კომპანია თავისი გეგმების შესახებ უახლოეს მომავალში განაცხადებს და თბილისის მიმართულებით ფრენებსაც დაიწყებს.
“იმედი გვაქვს კომპანიას ფრენები ბევრი მიმართულებით ექნება და ქართველები უკვე ვიზის გარეშე შეძლებენ ევროპაში მოგზაურობას, რისი ფასიც 5 ევროდან დაიწყება. ველოდებით ირლანდიური კომპანიის ოფიციალურ განმარტებს”,-წერს გამოცემა geolowcost.com 


დეივიდ ობრაიანი განმარტავდა, რომ ავიაკომპანიის სამუშაო ჯგუფი გაეცნობა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურულ და ოპერირების შესაძლებლობებს. მანვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს მთავრობასთან მიმდინარე მოლაპარაკებები და კონსულტაციები დადებითად გადაწყდება.

ავიაკომპანია “Ryanair” დაარსდა 1984 წელს და ოპერირებს 1985 წლიდან. ამჟამად ავიაკომპანიის ავიაპარკი დაკომპლექტებულია ბოინგ 737-700 და ბოინგ 737-800 ტიპის საჰაერო ხომალდებით. გასულ წელს ავიაკომპანიამ გადაიყვანა 90 მილიონზე მეტი მგზავრი. 2015 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიას აქვს 72 ბაზა და ოპერირებს ავიარეისებს 191 აეროპორტში. 

Please reload

Please reload