7 ტიპიური შეცდომა, რომელსაც უშვებენ დამწყები მოგზაურები

დღესდღეობით დამოუკიდებლად მოგზაურობა, პოპულარობის პიკზეა. სოციალურ ქსელში უამრავი სტატიაა იმის შესახებ, თუ როგორ გადალახეს ადამიანებმა ნახევარი მსოფლიო, მხოლოდ ერთი ზურგჩანთით, თუ როგორ მოინახულეს ყველაზე ლამაზი და საინტერესო ღირსშესანიშნაობები და გაეცნენ ახალ კულტურას. თუ თქვენ შთაგაგონათ ასეთმა მაგალითებმა და თავად გადაწყვიტეთ, რომ გაუდგეთ გზას, მაშინ, პირველ რიგში წაიკითხეთ ეს სტატია, რომელიც, დაგიცავთ უსიამოვნებებისგან.
ძალიან ბევრი ნივთი
როდესაც გადაწყვეტთ პირველად წახვიდეთ ხანგრძლივ მოგზაურობაში, რაც შეიძლება ბევრი რამის წაღების სურვილი გაგიჩნდებათ. თქვენი ტვინი მსჯელობს "რა მოხდება, თუ..." მეთოდით, ზურგჩანთა თანდათან ივსება, იქამდე სანამ, მისი აწევა უბრალოდ შეუძლებელი ხდება.
გაჩერდით! გახსოვდეთ, რომ ამ ყველაფრის თრევა ზურგით მოგიწევთ და ამით მოგზაურობა წამებად გადაიქცევა. უმჯობესია თავიდანვე განვეწყოთ იმ აზრზე, რომ სამოგზაუროდ არ გვჭირდება ბევრი რამ.
რთული მარშუტის დაგეგმვა
ზოგჯერ ახალბედა მოგზაურები თვლიან თუ ისინი საფუძვლიანად დაგეგმავენ მთელ მარშრუტს, გამოთვლიან ყველა გაჩერებას და წინასწარ დაჯავშნიან ყველა ბილეთს, ისინი თავიდან აიცილებენ სტრესს და მოულოდნელობას, მაგრამ ხშირად პირიქით ხდება. შეიძლება უცებ მოულოდნელი გარემოების წინაშე დადგეთ, რომელიც წყალში ჩაგიყრით თქვენს გულდასმით ათვისებულ გეგმას, ასე რომ დაგეგმვა საჭიროა, ოღონდ ზედმეტი ფანატიზმის გარეშე.
საკმაოდ ჩქარი ტემპი
როდესაც თქვენ აღმოჩნდებით ახალ ქვეყანაში, გინდათ რომ მოასწროთ ყველაფრის ნახვა, მაგრამ ამის შესრულება ყურადღებით არის საჭირო. არ უნდა იჩქაროთ ღირსშესანიშნაობების ნახვა. დაისვენეთ, დაწყნარდით, ფოკუსირება მოახდინეთ არა ნანახი ღირსშესანიშნაობების რაოდენობაზე, არამედ შთაბეჭდილებებზე. შეხვდით მზის ამოსვლას ლამაზ ადგილას, შეისუნთქეთ ახალი კერძების არომატი, გაეცანით ახალ ტრადიციებს.
როუმინგი
საზღვარგარეთ როუმინგის უყურადღებოდ გამოყენება, შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ. ქსელში შეგიძლიათ ნახოთ უამრავი ისტორია იმის შესახებ, როდესაც გამოუცდელი ტურისტები მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ იძულებულნი გახდნენ გადაეხადათ მობილური ტარიფის უზარმაზარი თანხა. ასე რომ უმჯობესია, მოგზაურობამდე გაიგოთ როუმინგის ფასები, და ხარჯების შემცირების გზა გამონახოთ.
ფულის ფლანგვა
ზოგიერთი ადამიანი, რომელიც ფუფუნებას არ არის შეჩვეული, მოგზაურობისას თავგზა ებნევათ, ისინი იწყებენ ათას გამოუსადეგარი ნივთის ყიდვას, მიირთმევენ ძვირადღირებულ დაწესებულებაში, ყიდულობენ უჩვეულო ტურებს.
გახსოვდეთ, რომ ხარისხიანი მოგზაურობა ყოველთვის არ არის დამოკიდებული ფულის ხარჯვაზე. წინასწარ გაიგეთ ვალუტის გაცვლითი კურსის ოდენობა, შეადარეთ ფასები სხვადასხვა ადგილებში, არ შეგრცხვეთ გამყიდველთან ვაჭრობა. წინასწარ შეთანხმებული ფასის გარეშე არ დათანხმდეთ არც ერთ მომსახურებას, წინააღმდეგ შემთხვევაში სამმაგი ფასის გადახდა მოგიწევთ.
დაზღვევის უქონლობა
ჩვენ ყველანი ვფიქრობთ და ვიმედოვნებთ საუკეთესოზე. ხშირ შემთხვევაში, ზუსტად ასეც ხდება. მაგრამ ზოგ შემთხვევაში პირიქითაა: აპენდიციტი, ტრავმა, მოწამვლა ან ბანალური გაციება— როგორ შეიძლება ამის თავიდან არიდება? არანაირად. ასე რომ აუცილებლად
გააფორმეთ სამოგზაურო დაზღვევა, რომელიც დაგეხმარებთ მოულოდნელი უსიამოვნების დროს.
ადგილობრივი ტრადიციების არცოდნა
ხშირ შემთხვევაში, ადამიანი ითვალისწინებენ თქვენს ტურისტულ სტატუსს და გპატიობენ ადგილობრივ წესჩვეულების უმნიშვნელო დარღვევებს. აუცილებელია იცოდეთ ზღვარი და არ დაარღვიოთ მათთვის ძვირფასი ჩვეულება, განსაკუთრებით ის, რომელიც რელიგიასთან არის დაკავშირებული. ასე, რომ გამოყავით დროის მინიმუმი იმ ქვეყნების ძირითადი წესჩვეულების სასწავლებლად, რომლის მონახულებასაც გადაწყვეტთ, უფრო უკეთესი იქნება თუ რამოდენიმე სიტყვას ისწავლით ადგილობრივ დიალექტზე. ამ ჟესტს, ადგილობრივი ხალხი აღიქვამს, როგორც პატივისცემის ნიშანს და ეცდებიან იგივენაირად გიპასუხონ.