ახალი Google Earth, ახალი ფუნქციებით, რომელიც პირდაპირ Chrome-ით შეგიძლიათ გახსნათ

Google Earth ის პროგრამაა, რომლის აღმოჩენამაც, თავის დროზე, ალბათ ყველა ჩვენგანი აღაფრთოვანა. ეს იყო საოცრება, რომელსაც წამებში შეეძლო მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მიეყვანეთ და დაესვით. აქ შეგეძლოთ გენახათ უცნობი ქალაქები, სოფლები, ტყეები, ოკეანეში ჩაკარგული კუნძულები და ა.შ.

სულ ახლახანს, გუგლმა, ამ საოცარი პროგრამის ახალი ვერსია გამოუშვა, რომელსაც, ყველა სიკეთესთან ერთად, კომპიუტერში ჩამოტვირთვა და დაინსტალირება აღარ სჭირდება. მისი გახსნა და მოხმარება პირდაპირ ბრაუზერიდან შეგიძლიათ.

ახალ Earth-ის საშუალებით შეგიძლიათ წინასწარ მომზადებული ტურებიც ნახოთ. მაგალითად, This Is Home, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგატარებთ და ტრადიციულ, ეროვნულ სახლებს გაჩვენებთ. მაგალითად, ბედუინების სახლებს იორდანიაში ან ლერწმის ქოხებს პერუში. წინასწარ შედგენილი ვირტუალური ტურები რამდენიმე პარტნიორთან ერთად გაკეთდა, მათ შორის იყო BBC.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია