top of page

მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქები

ჟურნალმა Economist ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა და მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ქალაქები გამოავლინა.

ამ წოდების მოსაპოვებლად, გამომკითხველებმა ისეთი ფაქტორები გაითვალსიწინეს, როგორც სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჯანდაცვის სისტემები, ინფრასტრუქტურის დონე და ქალაქის მაცხოვრებლებისა და ტურისტების პირადი უსაფრთხოებაა.

ტოკიო, იაპონია

იაპონიის დედაქალაქი ამ მხრივ ნამდვილად უსაფრთხოა. იმ შემთხვევაში თუ ტოკიოში სრულიად მარტო აღმოჩნდებით, არ ინერვიულოთ, რადგან ქალაქის თითქმის ყველა ქუჩა კამერებით არის აღჭურვილი. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ თქვენი უსაფრთხოება არც ისე იაფი დაგიჯდებათ, რადგან პარალელურად ტოკიო მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ქალაქია.

სინგაპური, სინგაპური

სინგაპიურის ხელისუფლება ნებისმიერ კანონდამრღვევს მკაცრად ებრძვის – თუ ქუჩაში სიგარეტის ნამწვს გადააგდებთ, საშუალოდ ნახევარი თვის ხელფასის გადახდა მოგიწევთ.

სტოკჰოლმი, შვედეთი

შვედეთის დედაქალაქი ერთ-ერთი არააზიური ქალაქია, რომელიც არამარტო ყველაზე მეტად ზრუნავს მოსახლეობის უსაფრთხოებაზე, არამედ საკმაოდ კომფორტულ საცხოვრებელ პირობებსაც გთავაზობთ. შვედეთის სრული მოსახლეობის ერთი მეხუთედი სტოკჰოლმის ან მისი შემოგარენის ტერიტორიაზე ცხოვრობს, შესაბამისად, ის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული სკანდინავიური ქალაქია.

ამსტერდამი, ჰოლანდია

მსოფლიოს გამოკითხულთა უმეტესობა ჰოლანდიაში ცხოვრებაზე ოცნებობს, ასეთია საშუალო მაჩვენებელი. ეკოლოგიურად სუფთა ქალაქი, სადაც ავტომობილი ველოსიპედით არის შეცვლილი, საცხოვრებლად ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ ადგილად მიიჩნევა.

ციურიხი, შვეიცარია

ციურიხი ცნობილია ჯანდაცვის შეუდარებელი სისტემით, ასევე არაჩვეულებრივი ინფრასტრუქტურით. ისე, რომ აქ ყოფნა ნებისმიერი სტატუსითა და გარემოებით დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

მელბურნი, ავსტრალია

ავსტრალიის კულტურის დედაქალაქში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 86 წელია. ამ კატეგორიაში ის მოწინავე პოზიციაზეა. 2014 წელს, მელბურნმა „საცხოვრებლად ყველაზე ხელსაყრელი ქალაქის“ ტიტული მოიპოვა.

Please reload

bottom of page