top of page

საფრანგეთში ტურისტების მისაზიდად შუა საუკუნეების სასახლეს ააშენებენ

საფრანგეთში ტურისტების მისაზიდად შუა საუკუნეების სასახლეს ააშენებენ. არქეოლოგებისა და მშენებლების ჯგუფი იწყებს გრანდიოზულ პროექტს, რომლის დროსაც მხოლოდ მე-13 საუკუნის დროინდელ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ.

სასახლე ქვეყნის აღმოსავლეთში, ბურგუნდიის ტყეში განთავსდება და მშენებლობაზე სულ 70 კაციანი ჯგუფი იმუშავებს. შენობის ასაგებად ქვას, ხესა და სხვა პრიმიტიულ მასალას გამოიყენებენ. რაც შეეხება თანამედროვე ტექნიკას, მისი მოხმარება აკრძალულია და მუშები ყველაფერს საკუთარი ხელით გააკეთებენ. სამშენებლო სამუშაოები 2022 წლისთვის დასრულდება და რეგიონში უკვე ათასობით დამთვალიერებელს ელიან.

Please reload

bottom of page