როგორ დავძლიოთ ფრენის შიში?
როგორც კი დგება შვებულების დრო, უმეტესობა მიემგზავრება საზღვარგარეთ დასასვენებლად. მგზავრობის ყველაზე სწრაფი და მოსახერხებელი საშუალება თვითმფრინავია. თუმცა არიან ადამიანები, რომლებსაც ფრენის პანიკური შიში აქვთ. გთავაზობთ ინსტრუქციას ამ შიშის დასაძლევად.

1) ეცადეთ იფიქროთ სასიამოვნო ფაქტზე. სინამდვილეში თქვენ გაშინებთ უცოდინრობა. ამიტომ გაფრენამდე რამდენიმე დღით ადრე დაჯექით, დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ყველაფერი რაც მოხდება. როგორ შედიხართ თვითმფრინავში, როგორ ჯდებით, როგორ იკრავთ უსაფრთხოების ღვედს. როგორც კი იწყება შიში მაშინვე უნდა დაიწყოთ ფიქრი რაიმე სასიამოვნოსა და კარგზე. მაგალითად წარმოიდგინეთ, რომ წევხართ პლიაჟზე, თბილ ქვიშაზე და მიირთმევთ გამაგრილებელ კოქტეილს. როგორც კი დამშვიდდებით, გააგრძელეთ წარმოდგენა რა მოხდება თვითმფრინავში შემდეგ. ყოველ ჯერზე როგორც კი იგრძნობთ შიშის მოახლოებას, მაშინვე დაიწყეთ ფიქრი რაიმე კარგზე.
2) დაიწყეთ უკუღმა თვლა ათამდე. ეს დაგეხმარებათ მოდუნებაში და როდესაც მოდუნებული ხართ შიში ნაკლებია. ასეთი ვარჯიში სასურველია გაიმეოროთ რამდენჯერმე.
3) დაკავდით რამით. მიაქციეთ ყურადღება იმას, რომ ადამიანები რომლებიც არაფრით არ არიან დაკავებულნი, ყოველთვის რაღაცით არიან გაღიზიანებულნი. ამიტომ თან იქონიეთ რომელიმე საინტერესო წიგნი და კითხვა დაგეხმარებათ შიშის დაძლევაში.
4) თქვით რომ გეშინიათ. ამგვარ შიშს განიცდის ბევრი ადამიანი. ამიტომ ავიახაზები მზად არიან ასეთი მგზავრების მისაღებად. თქვენ უბრალოდ თავიდანვე უნდა გააფრთხილოთ ბორტგამცილებელი თქვენი შიშის შესახებ. მან შესაძლოა შემოგთავაზოთ ცოტაოდენი სასმელის ან წამლის მიღება. თუ თქვენ გაგიჩნდებათ ძლიერი შიში, რომელიც უკვე პანიკაში გადადის თქვენ აუცილებლად დაგელაპარაკებათ ვინმე და დაგამშვიდებთ.

5) თუ შეძლებთ ეცადეთ დაიძინოთ. შეგიძლიათ თხოვოთ ექიმს, გამოგიწეროთ საძილე საშუალება ფრენის დროს და იმ დროისათვის სანამ თქვენ გაიღვიძებთ თვითმფრინავი ჩაფრინდება დანიშნულების ადგილამდე. მანამდე გააფრთხილეთ ბორტგამცილებელი, რომ არ გაგაღვიძონ სადილზე.