ქვეყნები, რომლებსაც ერთ დღეში მოივლით

10 May 2017

თანამედროვე ტურისტი ხშირად რთული არჩევანის წინაშე დგება. ქვეყნების უმეტესობა საკმაოდ დიდია და მათ მისი მონახულების საშუალება ფინანსებისა და დროის სიმცირის გამო ხშირად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.

გთავაზობთ ინფორმაციას, საიდანაც გაიგებთ, რომ კუთვნილ რამდენიმე დღეში 5-7 ქვეყნის მონახულებას შეძლებთ. არსებობს რამდენიმე სახელმწიფო, რომლის დათვალიერებას რამდენიმე საათი სჭირდება.

 

გიბრალტარი

ბრიტანეთის კოლონია, სადაც მხოლოდ 30 000 ადამიანი ცხოვრობს. საზღვაო პორტში კი დაახლოებით ამდენივე იახტაა.

 

კუნძული მენი

მარტოხელა კუნძული ირლანდიის ზღვაში 84 000 ადამიანს იტევს. მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა – ისტორიული მემკვიდრეობაა: ტურისტები იქ ვიკინგების სულის შესაგრძნობად ჩადიან. ამას გარდა, აქ იმართება მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რბოლა – Tourist Trophy.

 

მონაკო

აქ მხოლოდ 37 000 მუდმივი მაცხოვრებელია, რომლებიც ნამდვილი პოლიგლოტები არიან: ადგილობრივები ბავშვობიდან სწავლობენ ფრანგულს, იტალიურს, ინგლისურსა და საკუთარ ენას.

 

სან-მარინო

პატარა სახელმწიფო განთავსებულია აპენინის ნახევარკუნძულზე, თუმცა სუვერენიტეტი მან ჯერ კიდევ 301 წელს მიიღო, როდესაც რომის იმპერიას გამოეყო.

 

ლიხტენშტეინი

საკონსტიტუციო მონარქიამ შეძლო და თავი ავსტრიასა და შვეიცარიას შორის დაიმკვიდრა. 37 000 ადამიანი სამეფო ოჯახს ემორჩილება, რომელიც ზღაპრის მსგავსად მთაზე განთავსებულ უზარმაზარ სასახლეში ცხოვრობს.

 

ვატიკანი

მოგზაურები, რომლებიც უშუალოდ ვატიკანში ჩადიან, ხშირად რთულად იგებენ, რომ ტექნიკურად ისინი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე არიან. ვატიკანში მხოლოდ 1000-მდე ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის რომის პაპი.

 

ანდორა 

ბარსელონადან მხოლოდ სამ საათში ამ მიკრო-სახელმწიფოში აღმოჩნდებით, სადაც მხოლოდ 76 000 მოქალაქეა. ანდორა პირენეის მთებში მდებარეობს, ესპანეთსა და საფრანგეთს შორის. ოფიციალური ენა კი კატალონიურია.

 

მაკაო

ადგილი, სადაც „იუნესკო“ მდებარეობს და რომლის დამოუკიდებლობისთვის ადგილობრივები მუდმივად იბრძვიან. ხოლო სანამ კანონი დამოუკიდებლობის შესახებ  ოფიციალურად ძალაში შევა, მას ჩინეთის სპეციალურ ადმინისტაციადაც მოიხსენიებენ.

 

ყატარი

ყატარი დაახლოებით 9 ათას კვადრატულ კილომეტრზეა განლაგებული. აქედან დიდი ნაწილი უდაბნოს წარმოადგენს, რაც ტურისტებისთვის აქ მოსახვედრად გარკვეულ სირთულეს წარმოადგენს.

Please reload

Please reload