top of page

ათი ათასობით წიგნით დაფარული ტორონტოს ქუჩები

ლიტერატურა საცობების წინააღმდეგ Luzinterruptus-ის პროექტია – ეს არის ანონიმური ჯგუფი, რომელიც ურბანულ გამოგონებებს საზოგადოებრივ ადგილებში ათავსებს.

ეს მათი ახალი ინსტალაციაა – 10 000 განათებული წიგნი, რომელიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო აეღო. როგორც ფოტოებზე ვხედავთ, ეს მოვლენა მართლაც სანახაობრივი გამოდგა.

“ქალაქი, რომელიც ძირითადად სიჩქარით, დაბინძურებით და ხმაურით არის სავსე, ერთი ღამით, გადაიქცევა მშვიდ ადგილად,” წერენ ავტორები საკუთარ ვებ-გვერდზე. ინსტალაცია მხოლოდ ათი საათით იყო აქტიური, მაგრამ ფაქტია, რომ ის უფრო დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში.

Please reload

bottom of page