ეს არაჩვეულებრივი ქალაქი ფილმის დეკორაციას მოგაგონებთ
მდინარე მანტორანოს სანაპიროზე მდებარეობს ულამაზესი იტალიური ქალაქი, ისეთივე ლამაზი და განსხვავებული, როგორიც მისი სახელია- სანტ-აგატა-დე-გოთი. ისტორიულ ქალაქს აქვს არაჩვეულებრივი ხედი. გეგონებათ, რომ ის რომელიმე ფილმის გადაღებებისთვისაა შექმნილი.
პატარა სანტ-აგატა-გოტი მდებარეობს იტალიაში ნეაპოლის და ბენევენტოს შორის.


მუნიციპალიტეტის პირველი ნაწილის დასახელება-“სანტ-აგატა”- გამოჩნდა ჯერ კიდევ VI საუკუნეში, მეორე ნაწილის წარმოშობაზე დღემდე დავობენ. ერთი ვერსიით, “დე-გოთი” გაჩნდა გოთების მიერ ციხესიმაგრის აშენების შემდეგ. სხვა ვარაუდით, ის უკავშირდება ფრანგი დე გოთების ოჯახს. სწორედ მას გადასცა ნეაპოლის მეფემ, რობერტ ბრძენმა მიწები საკუთრებაში.

ღამით ქალაქი ზღაპრულად გამოიყურება.სანტ-აგატა-დე-გოთის ქუჩები ვიწროა. აქ ჩქებს პატარა პროვინციალური ქალაქის მშვიდი სიცოცხლე.

2012 წელს ქალაქი შეიტანეს იტალიის ყველაზე ლამაზი პატარა ქალაქების სიაში.

ტურიზმის სამინისტრომ ქალაქს მიანიჭა საპატიო ტიტული Bandiera arancione, როგორც ტურისტებისტვის ყველაზე კომფორტულ ქალაქს იტალიაში 15000-მდე მცხოვრებით.
წყარო "facts.ge"