top of page

ინდიელების საინტერესო და სასარგებლო გამოგონება ლაშქრობისა და მოგზაურობის მოყვარულთათვის

ეს მოწყობილობა, რომლის საშუალებით შესაძლებელია არამარტო სადილის მომზადება, არამედ სახლის გათბობა და განათებაც კი, ლეგენდის მიხედვით ჩრდილოამერიკელი ინდიელებისაგან ისწავლეს და გადმოიღეს ქრისტეფორე კოლუმბის კოლონიზატორებმა. აქედან მან მიიღო დასახელება :"ინდიელების სანთელი", ახლა კი მას მრავალნაირი სახელი აქვს:"ხის პრიმუსი", "ფინური ცეცხლი", შვედური სანთელი" და კიდევ მრავალი სხვა. ამ საგნის დამზადება სულაც არაა რთული, მის გასაკეთებლად სულ 15-20 წუთია საკმარისი და ლაშქრობებისა და მოგზაურობების დროს ძალიან საჭირო და გამოსადეგი ნივთია.

"ხის პრიმუსის" დასამზადებლად ხის ჯიშს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ნაძვი და ფიჭვი ნაპერწკლებით იწვის და სიფრთხილის ზომების გათავალისწინებით ჯობია სხვა ხე შევარჩიოთ.

ხის მორის ზომები დამოკიდებულია იმაზე, თუ რისთვის გვჭირდება ის: საჭმელის მოსამზადებლად უმჯობესია მოკლე და განიერი მორის ნაჭერი შევარჩიოთ, სანთლის დასამზადებლად უფრო მოგრძო და ნაკლები დიამეტრის.

მაშ ასე, დავიწყეთ: პირველ რიგში უნდა გადავჭრათ სასურველი სიგანის ხის მორი. შემდეგ გავჩეხოთ ის ოთხად სიგრძეზე. თითოეულ ხის ნაპობს ამოვჭრათ გული და გავუკეთოთ ნაჭდევები ისე, როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.

ამის შემდეგ ოთხივე ნაჭერი ისევ შევკრათ ერთად ისე, რომ მთლიან მორს დაემსგავსოს და გარედან მაგრად შემოვაკრათ მავთული, ვეცადოთ, რომ მავთული ძალიან კარგად იყოს მოჭერილი, რათა ჰაერმა შიგნით შეღწევა ვერ შეძლოს.

ახლა ჩვენი ღუმელის ცენტრში დარჩენილი სიცარიელე ამოვავსოთ ნაფოტებით და ბურბუშელით. "ხის პრიმუსი" მზადაა. დაგვრჩა მხოლოდ მისი დადგმა და ანთება. ღუმელი უნდა დავდგათ ქვებზე, რათა ქვემოდან ჰაერს შეღწევა არ გაუჭირდეს და წევა კარგი ჰქონდეს.

იმედია ჩემი რჩევები მოგზაურობების და ლაშქრობების მოყვარულებს მოეწონათ და პრაქტიკაში ეცდებიან მის გამოყენებას.

სასიამოვნო დასვენებას და გართობას გისურვებთ!

წყარო: http://intermedia.ge

Please reload

bottom of page