კაცი,რომელმაც ყველაფერი მიატოვა და საკუთარ უკაცრიელ კუნძულზე გაემგზავრა

40 წლის ინგლისელმა, ბრენდონ გრიმშოუმ (Brendon Grimshaw), რომელიც გაზეთის რედაქტორად მუშაობდა, 1973 წელს მიატოვა ყველაფერი და საცხოვრებლად სეიშელის კუნძულებზე გადასახლდა, სადაც მან სრულიად ახალი ცხოვრება დაიწყო.

ეს კუნძული 50 წელზე მეტი სრულიად უკაცრიელი და მიტოვებული იყო, სანამ იქ არ დასახლდა თანამედროვე რობინზონი, ბრენდონ გრიმშოუს სახით. ეს პატარა კუნძული მოაიენი (Moyenne Island) (480 მ.-სიგრძე; 300 მ.-სიგანე) გრიმშოუმ 1964 წელს 8000 ფუნტ სტერლინგად იყიდა.

იმ დროს კუნძულზე არ იყო მოსავლიანი მიწა და არც მრავალფეროვანი ფაუნა. 40 წლის განმავლობაში გრიმშოუმ და მისმა თანაშემწემ რენე ლაფორტენმა კუნძულზე სახლი აიშენეს და საკუთარი მეურნეობაც მოიწყვეს.

ძალიან თვალწარმტაცი გახდა ეს კუნძული, როდესაც მთელ ტერიტორიაზე დაიფარა ტროპიკული ხეებით,გაჩნდა ათასობით ფრინველი და ცხოველი, გაიყვანეს 5 კილომეტრზე მეტი სიგრძის სასეირნო ბილიკი. ეს პატარა კუნძული ნამდვილ სამოთხედ გადაიქცა.

ამ კუნძულის ყველაზე დიდი განძი იყო გიგანტური კუს 100-მდე სახეობა,რომლებიც სეიშელის კუნძულებზე უკვე გადაშენების პირას იყვნენ. 2008 წელს კუნძული გამოცხადდა ეროვნულ ნაკრძალად.

ეს კუნძული ისეთი ცნობილი გახდა, რომ უცხოელი ტურისტებიც მიიზიდა. ბრენდონ გრიმშოუმ მიიღო შეთავაზება, გაეყიდა თავისი სახლი 45 მილიონ დოლარად. რა თქმა უნდა, ბრიტანელი არ დათანხმდა შემოთავაზებას რადგან ის, რაც მან შემქნა, სრულიად შეუფასებელი იყო. 2012 წელს ბრენდონ გრიმშოუს გარდაცვალების შემდეგაც კი კუნძული ისევ სამოთხეს ჰგავს.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10 ; +995 577 694 169

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია

 

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now