Buzzfeed თავის მკითხველს თბილისსა და საქართველოში მოგზაურობას ურჩევს


მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სააგენტო Buzzfeed-მა საქართველო აუცილებლად მოსანახულებელი ქვეყნების სიაში შეიყვანა. სტატია სააგენტოს გვერდზე დღეს გამოჩნდა და მასში ის ჩვიდმეტი ქვეყანაა მოცემული, რომელიც მანამდე უნდა მოინახულოთ, სანამ ძალიან პოპულარული გამხდარა.

ავტორმა სტატია TripAdvisor-ის რევიუების მიხედვით მოამზადა, სადაც საქართველო ერთ-ერთ ყველაზე კარგ შეფასებებს იღებს. ის ყურადღებას არამხოლოდ ქვეყანაზე, არამედ ქალაქებზე ამახვილებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ჩამოთვლილი ქალაქები, სავარაუდოდ, მომავალში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადები იქნებიან.

"საქართველოს დედაქალაქში ულამაზესი ძველი ქალაქია, რომლის ქვაფენილიანი ქუჩები და ისტორიული ნაგებობები მოუთმენლად ელიან დამთვალიერებლებს. იქ საკვები განსაკუთრებით გემრიელია. ტურისტების შეფასებით თბილისი ყველაზე ორიგინალური და ნათელი ქალაქია, სადაც კი ოდესმე ყოფილან", ვკითხულობთ სტატიაში.

საქართველოსთან ერთად, სტატიაში სხვა ქვეყნებზეც არის საუბარი. საქართველო საპატიო ადგილს იკავებს ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიცაა ბრაზილია, ინდოეთი, ფილიპინები, ისრაელი, სამხრეთ აფრიკა, მექსიკა, აზერბაიჯანი, ვიეტნამი, ესპანეთი, კანადა და ა.შ.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10 ; +995 577 694 169

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია

 

This site was designed with the
.com
website builder. Create your website today.
Start Now