10 ქალაქი, სადაც მოგზაურობა ყველაზე იაფია

6 Jun 2017

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე თავისუფლად დაიწყეს ევროპის ქვეყნებში მოგზაურობა. თუმცა ქვეყნის მცხოვრებთა ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ქართველი ტურისტები ხელმისაწვდომ მარშრუტებს ეძებენ. 

Daily Star-ი იმ ქვეყნების სიას აქვეყნებს, სადაც მოგზაურობა ხელსაყრელ ფასად არის შესაძლებელი. სიაში არის როგორც ევროპული, ასევე აზიური ქვეყნები.

 

სიის სათავეში ბულგარეთის დედაქალაქი სოფიაა. სოფიაში ერთი დღე-ღამის გატარება ტურისტს 47 დოლარამდე დაუჯდება. ამ თანხაში შედის სასტუმროში ღამისთევა, ვახშამი, ერთი ჭიქა წითელი ღვინო, ყავა, კოქტეილი ან ლუდი და ტაქსით ერთჯერადი მგზავრობა.

 

სოფიას შემდეგ, ყველაზე იაფ ტურისტულ ქალაქად ქაირო დასახელდა, რომელშიც დღე-ღამის გატარება ტურისტს 48.8 დოლარი დაუჯდება. მესამე ადგილზე ქალაქი კარტახენაა (კოლუმბ