Jumeirah-ს აღმოსავლური მარგალიტი

7 Jun 2017

არაბთა გაერთიანებული საამიროების სასტუმროების ქსელის, Jumeirah-ს ფეშენებელური კურორტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეშია განლაგებული: ფრანკფურტით, რომით, ლონდონით, სტამბულითა და ბოდრუმით დაწყებული, მალდივის კუნძულებით დამთავრებული. Jumeirah-ს სათავო ოფისი კი საამიროების სიდიდითა და მნიშვნელობით მეორე ქალაქში - დუბაიშია ბაზირებული.

 

სწორედ დუბაის პრესტიჟულ უბანში მდებარეობს ელიტარული კურორტი Madinat Jumeirah, რომელიც თავის მრავალრიცხოვან სტუმრებს სხვადასხვა ღონისძიების ჩასატარებლად სთავაზობს საამიროებში ყველაზე დიდ მოედანს - Fort Island-ს. ამ უნივერსალურ, ღია ცის ქვეშ  მდებარე მოედანს სულ ცოტა ხნის რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რის შედეგადაც ის სამჯერ გაიზარდა და მისმა ფართობმა 1750 კვ.მ-ს მიაღწია. Fort Island-ი საუკეთესო ადგილია ბანკეტების, სადღესასწაულო საღამოების, გამოფენების, პრეზენტაციების, კონცერტების, ქორწილების, სპორტული ღონისძიებებისა და ფესტივალების ჩასატარებლად.

თუ მანამდე განახლებული Fort Island-ის კოქტეილ-ფართის დარბაზი 425 ადამიანს იტევდა, გაფართოების შემდეგ დარბაზის დამტეობა 1400 კაცამდე გაიზრდება, ხოლო დასაჯდომი ადგილების რაოდენობა - 1100-მდე. მოედანი ასევე შეიცავს ახალ გაფართოებულ სივრცეს reception-ზონით, სახურავზე განთავსებულ ტერასას და სტუმრების მოსასვენებელ ზონას. Fort Island-ი, რომელიც  უშუალოდ საკურორტო ზონის სიახლოვესაა განლაგებული, ყოველი მხრიდან  არხებითაა გარშემორტყმული.

 

2003 წელს აშენებული Fort Island-ის მოედანი თავდაპირველად ჩაფიქრებული იყო, როგორც დუბაის ისტორიისა და კულტურის სიდიადის წარმოსაჩენი არქიტექტურული ძეგლი. მისი ავტორების შთაგონების წყარო გახლდათ ციხესიმაგრე ალ-ფახიდი, რომელიც სპარსეთის ყურის სანაპიროსთან ახლოს, საუკუნეზე მეტი ხნის წინ აიგო. და მართალია, Fort Island-ის ექსტერიერი ციხესიმაგრის ავთენტურ სახეს იმეორებს, მაგრამ მისი შიდა სივრცე, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მრავალფუნქციური დანიშნულებისაა. Fort Island-ი აღმოსავლური კურორტის - Madinat Jumeirah-ის ცენტრშია განლაგებული. ღია ცის ქვეშ მდებარე მოედნიდან პანორამული ხედი იშლება სპარსეთის ყურეში, სანაპიროსთან ახლოს,  წყალში აშენებულ სასტუმრო Burj Al Arab Jumeirah-ზე, რომელსაც უზარმაზარი იალქნის ფორმა აქვს.

 

Fort Island-ზე მოსახვედრად სტუმრებს ორი არჩევანი აქვთ: ან ოთხი ხიდიდან  ერთ-ერთის გავლა მოუწევთ, ან შეუძლიათ დანიშნულების ადგილს ტრადიციული ხის ნავებით, „აბრათი“, მიაღწიონ.  ეს უნიკალური მოედანი სულ ორი ნაბიჯითაა დაშორებული ხალხმრავალ აღმოსავლურ ბაზარს - Souk Madinat-ს, 600-ადგილიან ღია ამფითეატრს, თეატრ Madinat Theatre-სა და უხლოეს სასტუმრო Jumeirah Mina A’Salam-ს.

 

Fort Island-ის განუყოფელი ნაწილია  Madinat Jumeirah’s Conference Centre-ი , რომელიც არაერთი ჯილდოს მფლობელია. სამუშაოების დასრულების შემდეგ ახ