10 მიზეზი, რატომ სჯობს მარტო მოგზაურობა

9 Jun 2017

მიუხედავად იმისა, რომ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობა დიდი სიამოვნებაა, ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ მარტო მოგზაურობას მეტი პლუსი აქვს. მეცნიერების აზრით, ადამიანმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა იმოგზაუროს მარტო, რადგან სწორედ ამ დროს მის წინაშე უამრავი ახალი შესაძლებლობა იშლება.

 

10 მიზეზი, რატომ უნდა იმოგზაუროთ მარტო:

 

თქვენ მეტი ძალების მოზღვავებას იგრძნობთ

როცა ეულად მოგზაურობთ, არავიზე ხართ დამოკიდებული. თქვენ უფრო თავდაჯერებული ხდებით და საკუთარი თავის მიმართ რწმენაც იზრდება. ამ დროს თქვენ შესაძლოა საკუთარ თავში ახალი შესაძლებლობებიც აღმოაჩინოთ.

მოგზაურობთ მაშინ, როცა თავად გინდათ.

მარტო მოგზაურობის კიდევ ერთი დიდი პლუსი ისაა, რომ არ ელით, როდის მოიცლის თქვენი პარტნიორი. მიემგზავრებით სამოგზაუროდ მაშინ, როცა ეს გინდათ და ხელს ამ