მგზავრების რაოდენობა საქართველოს ყველა აეროპორტში გაიზარდა


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტების მიერ, რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად გადაყვანილ იქნა 1 224 010 მგზავრი, რაც 46,96%-ით (391 124 მგზავრით) აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (832 886 მგზავრი).

ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:

  • თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2017 წლის 5 თვის განმავლობაში მოემსახურა 1 005 605 მგზავრს. 2016 წლის ანალოგიურ პერიოდში, აღნიშნული მონაცემი 703 405 მგზავრს შეადგენდა, შესაბამისად, მატებამ 42,96% შეადგინა;

  • ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 94,37%-ით არის გაზრდილი. თუ წინა წლის 5 თვეში აეროპორტი მოემსახურა 54 432 მგზავრს, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 143 546 მგზავრი შეადგინა;

  • ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში 72 516 მგზავრს მოემსახურა, რაც 33,22%-ით (18 084 მგზავრით) მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აღსანიშნავია, რომ მგზავრთა ნაკადის მხრივ, გასული 5 თვე არ წარმოადგენს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტისათვის პიკურ პერიოდს და აღნიშნული მიმართულებით რეგულარული და ჩარტერული რეისების რაოდენობა ზაფხულის სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზრდება.

რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს:

მესტიის აეროპორტი მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში 2 343 მგზავრს მოემსახურა, რაც 1 145 მგზავრით, შესაბამისად 95,58%-ით მეტია ვიდრე გასული წლის პირველ 5 თვეს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა.

ამბროლაურის აეროპორტმა წელს პირველად მიიღო მგზავრები და იანვრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე 324 მგზავრს მოემსახურა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 6 739 სამგზავრო და სატვირთო რეისი (5 380 რეგულარული და 1 359 ჩარტერული), რაც 39,12%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას (4 844).

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,64%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს – 47 136 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს – 53 567 ერთეული გადაფრენა).

მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემებით, ზრდა დაფიქსირდა სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც. საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 14 398,043 ტონა შეადგინა, რაც 4 700,32 ტონით, შესაბამისად – 48,47%-ით მეტია, ვიდრე წინა წელს გადაზიდული ტვირთის ოდენობა.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია