top of page

ტურისტული აპლიკაცია უფასო სახლისა და საკვების მოძებნაში დაგეხმარებათ


ბელარუსებმა შექმნეს ტურისტული აპლიკაცია, რომელსაც უფასო სახლისა და საკვების მოძებნა შეეძლება. Bring Me Gift არის ძალიან საინტერესო პროექტი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ ტურისტებს დასარჩენი ადგილის, გიდის, საკვებისა თუ სხვა მომსახურების მოძებნაში დაეხმარება.

როგორც სერვისის შემქმნელები აცხადებენ, მათ სხვადასხვა ტურისტული აპლიკაციების ფუნქციები გააერთიანეს და – Booking.com, Airbnb თუ BlaBlaCar – Bring Me Gift-ად აქციეს. სიახლის მთავარი მიზანი მოგზაურებსა და ადგილობრივებს შორის კონტაქტის დამყარებაა. მაგალითად, უფასოდ შეფარებისა თუ გამოკვების ნაცვლად ტურისტს მასპინძლისთვის თავისი დახმარების შეთავაზება შეეძლება. ხოლო, თუკი ვიზიტორს ფულის გადახდა სურს, მაშინ აპლიკაციაში შესაბამისი ფუნქციის არჩევა მოუწევს.

Please reload

bottom of page