top of page

ქალმა უკაცრიელი კუნძული 99 წლით დაიქირავა


რუსმა ქალბატონმა წყნარ ოკეანეში მდებარე უკაცრიელი კუნძული 99 წლით დაიქირავა. ქალაქ პერმში მცხოვრებმა ვიოლა ნოვოსელოვამ როგორც იქნა დიდი ხნის ოცნება აისრულა და დაიქირავა კუნძული, სადაც ცნობილი ფილმი „ცისფერი ლაგუნაა“ გადაღებული. როგორც ქალბატონი აცხადებს, კუნძულის დაქირავებაში მან იმაზე ნაკლები გადაიხადა, ვიდრე სახლის ასაშენებლად დასჭირდებოდა, ამიტომ თავისი გადაწყვეტილებით ძალიან კმაყოფილია. მომავალში კი ის კუნძულზე სასტუმროს აშენებას და დახარჯული ფულის უკან დაბრუნებას გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ძირითადად ჩინელ და ავსტრალიელ ტურისტებზე იქნება გათვლილი.

Please reload

bottom of page