ერაყის მინისტრის განცხადებით პირველი აეროპორტი შუმერებმა ერაყში ააშენეს

ერაყელი მინისტრის განცხადებით, ათასობით წლის წინ, ძველი შუმერები კოსმოსური ხომალდით პლუტონზე მოგზაურობდნენ. ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს მან განაცხადა, რომ პირველი აეროპორტი შუმერებმა დაახლოებით ძვ. წ. 5000 წელს ააშენეს.
როგორც ცნობილია, შუმერები აეროპორტს კოსმოსური დაკვირვებებისა და გამოკვლევებისთვის იყენებდნენ და ამ მოგზაურობის დროს მათ პლუტონიც კი აღმოაჩინეს.
შუმერები უძველესი ცივილიზაცი იყო მესოპოტამიაში ძვ. წ. VI - ძვ. წ. III ათასწლეულებში. დღეისთვის შუმერული ცივილიზაცია ჩვენთვის ცნობილი უძველესი კულტურაა. სავარაუდოდ, სწორედ შუმერებმა გამოიგონეს ირიგაცია, ბორბალი და დამწერლობა. მათ განავითარეს სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა და ხელოსნობა — მათ შორის ქსოვა, მეტალის დამუშავება და მეთუნეობა.
ერაყის დი-ქარის პროვინციაში მრავალი უძველესი ნანგრევია აღმოჩენილი, მათ შორის შუმერული ქალაქები — ერიდუ და ური, სადაც მდებარეობს ურის სახელგანთქმული ზიქურათი, რომელიც 1930-იან წლებში გაითხარა და ნაწილობრივ აღდგა.
ამ ცნობებს ეყრდნობა ერაყის ტრანსპორტის მინისტრი და ამბობს, რომ პირველი აეროპორტი დედამიწაზე სწორედ ამ ადგილას აშენდა. აქედან მიფრინავდნენ კოსმოსური ხომალდები სხვა პლანეტაზე.
პირველ აეროპორტთან დაკავშირებით დღესდღეობით სხვადასხვა მოსაზრება და ჰიპოთეზა არსებობს და ყველა საინტერესოა თავის მხრივ.