top of page

10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა მსოფლიოში

ბედნიერების გაზომვა რთულია, ზოგჯერ ის შედგება ისეთი წვრილმანებისგა, რომლის დაფიქსირება უბრალოდ შეუძლებელია. მოკლედ, ჩვენ, ადამიანებს, გვიყვარს შეუძლებელის გაკეთება. მაგალითად, ყოველ წელს ვაქვეყნებთ ბედნიერების ინდექსს — World Happiness Report. ის ითვალისწინებს უამრავ მაჩვენებელს, მაგრამ ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რიცხვში შევიდნენ სახელმწიფოები, რომლებიც ცხოვრობენ პლანეტის არც ისე მყუდრო კუთხეებში. სამაგიერო, მათ გარშემო ისეთი სილამაზეა!

მე-10 ადგილი, ავსტრალია

როგორც ჩანს მთელი ცხოვრებაა საჭირო, რათა ავსტრალიის ბუნების სილამაზის ნახვა მოასწრო, თუ არ ჩავთვლით დიდ ბარიერულ რიფს და გასაოცარ ცხოველებს, რომლებსაც სხვა კონტინენტზე ვერ შეხვდებით.

მე-9 ადგილი, ახალი ზელანდია

“ბეჭდების მბრძანებლების” შემდეგ, ყველამ იცის, რომ ზელანდია— ყველაზე ლამაზი ადგილია დედამიწაზე. ამის სანაცვლოდ ადგილობრივებს უწევთ ბევრი მიწისძვრის გადატანა, მაგრამ ტურისტები, იქიდან მუდამ აღფროვანებულები ჩამოდიან.

მე-8 ადგილი, შვედეთი

ეს ქვეყანა მდიდარია ტყით, სასახლეებითა და ციხე-სიმაგრეებით.

მე-7 ადგილი, ნიდერლანდები

ნიდერლანდები – ქვეყანა წისქვილის, ტიტების, ველოსიპედებისა და არხების.

მე-6 ადგილი, ფინეთი

ყველასათვის ცნობილი სანტა-კლაუსისა და მუმი ტროლის სამშობლო. ამ ქვეყნის მკაცრმა, მაგრამ უმშვენიერესმა ბუნებამ, ყველაზე კეთილი და მხიარული პერსონაჟები შექმნა კაცობრიობის ისტორიაში.

მე-5 ადგილი, კანადა

გაუვალი მდინარებიითა და პლათფორმებით მდიდარი ქვეყანა, ნამდვილად ფოტოსესიისთვისაა განკუთვნილი. ნაციონალური პარკები, დაკიდული ხიდები, დათვები, ნიაგარას ჩანჩქერი, აქ ყოველთვის არის რაღაც, რითაც შეიძლება სასიამოვნო დრო გაატარო.

მე-4 ადგილი, ნორვეგია

აქ მკაცრი ჩრდილოეთის რომანტიკაა, ფიორდები, ყინულები და პოლარული განთიადები. ეს ყველაზე “მებრძოლური” ქვეყანაა მთელს დედამიწაზე. აქ გამორჩეულად იბადებიან ვიკინგები და ვალკირიები, რომელთა სისხლში ჩქეფს სახიფათო თავგადასავლებისკენ მისწრაფება.

მე-3 ადგილი, დანია

დანია — ეს არის ულამაზესი ტბები, ქვიშიანი სანაპიროებით, ფერმებით და ძველი რომანტიული ციხესიმაგრეებით, რომელთა ნაწილი ტურისტებისთვის არის გახსნილი, როგორც სასტუმრო.

მე-2 ადგილი, ისლანდია

ადგილობრივი პეიზაჟები იმდენად არარეალურია, რომ აქ შეგიძლია გადაიღო ფანტასტიკური ჟანრის ფილმი, ყველანაირი დეკორაციების გარეშე.

პირველი ადგილი, შვეიცარია

აქ ცხოვრება მიდის ულამაზესი და რომანტიული ალპური ფერდობების ფონზე. ეს ევროპის ყველაზე მთიანი ქვეყანაა. ასევე, შვეიცარიაში ამზადებენ მსოფლიოში ცნობილ შოკოლადს. შოკოლადი კი, თავის მხრივ, ცნობილია, როგორც ადამიანების გამაბედნიერებელი საშუალება.

Please reload

bottom of page