Airnbnb-მ ვიპ–ტურისტებისთვის ახალი პროექტი წამოიწყო

28 Jun 2017

„Bloomberg”-ის ცნობით, სახლების გაქირავების პორტალს სურს, რომ ყველა ტიპის მოგზაური დააინტერესოს და როგორც ჩანს, ამჟამად ე.წ. ვიპ-სერვისის მოყვარული დამსვენებელების დრო დადგა. სერვისის ფარგლებში ვიზიტორებს საშუალება ექნებათ, რომ ძვირადღირებული ბინები დაიქირაონ და თან დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ყველაფერი იდეალურად იქნება, რადგან სახლებს გაქირავებამდე ცოტა ხნით ადრე Airnbnb-ის თანამშრომები დეტალურად შეამოწმებენ. უფრო ზუსტად კი, სახლში ისინი გარკვეულ დროს დაყოფენ, რათა დარწმუნდნენ რომ ყველაფერი მაღალ დონეზეა. ზოგადად კი ყველა სახლში სასტუმროს ტიპის მომსახურება იქნება. სწორედ ამიტომ, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ახალი პროგრამა სასტუმროების მსხვილ ქსელებს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის.

 

წყარო: http://autoradio.ge

 

 

Please reload

Please reload