როგორ ვიგრძნოთ უკეთ თავი თვითმფრინავით მგზავრობისას

30 Jun 2017

თვითმფრინავით მგზავრობა - ყოველთვის სტრესია ორგანიზმისათვის. თუ მოვემზადებით სათანადოდ ფრენისათვის ჩვენ შეგვიძლია მინიმუმამდე დავიყვანოთ ის. დაუთმეთ თავს სულ ცოტა დრო და ყურადღება, შეიქმენით კარგი განწყობა და შეგრძნებები ფრენისას.

 

1)შეარჩიეთ ისეთი ავიაკომპანია რომელიც სარგებლობს ნდობით და გამოცდილი გაქვთ თქვენ ან თქვენს ახლობელს. გირჩევთ, რომ ხანგრძლივი ფრენის შემთხვევაში უპირატესობა მიანიჭოთ უცხოურ ავიაკომპანიებს. თუ თქვენ ცუდად იტანთ თვითფრინავით ფრენას, ნუ ისარგებლებთ ჩარტერული რეისებით, განსაკუთრებით ცხელ სეზონში.

 

2)სწორად შეარჩიეთ ადგილი თვითმფრინავში. ხანგრძლივი, საკონტინენტთაშორისო ფრენებისას აირჩიეთ ადგილი ბიზნესს კლასში - იქ ბევრად კომფორტულია მგზავრობა. თუ თქვენ არ გაქვთ ამის საშუალება ითხოვეთ ადგილი თვითფრინავის შესასვლელთან სადაც გაცილებით მეტი არის ადგილი და დაცილება სავარძლებს შორის. თუ თქვენ მოგწონთ ფანჯარაში ყურება, შეარჩიეთ ადგილი ილუმუნატორთან, ხოლო ვისაც უყვარს ფრენისას ფეხების გამართვა, უმჯობესია ადგილი დაიკავოს გასასვლელთან.

 

3)გამოიყენეთ გასაბერი ბალიში ძილისათვის, დაიდეთ ის თავქვეშ. უკეთესია, რომ სახლიდან წამოიღოთ პალანტინი და ის გადაიფაროთ რათა უკეთ იგრძნოთ თავი, თვითმფრინავის გადასაფარებელი პლედები უხეშია შედარებით და იჩხვლიტება. ასევე თან წაიღეთ პატარა ჩანთაში მოათავსეთ არომატული სტიკები, ლავანდისა და მენთოლის, ისინი მოგიხსნიან ღებინების შეგრძნებას ფრენისას.

 

4)ფრენამდე ჭამეთ სახლში - სასურველია ჯანსაღი საკვები მიიღოთ, როგორიცაა სუპი. ფრენისას გირჩევთ, რომ არ ჭამოთ არაფერი - თვითფრინავის საჭმელი თქვენ არ მოგცემთ არაფერს გარდა ცარიელი კალორიებისა. სასმელის შერჩევისას არჩევანი გააკეთეთ სუფთა, მინერალურ წყალზე ან ტომატის წვენზე. არ დალიოთ ყავა, კოლა და სხვა გაზიანი სასმელები - ისინი პროვოცირებას უკეთებენ ღებინებას. ასევე გაითვალისწინეთ, რომ სითხეზე უარის თქმა არ არის კარგი - თვითფრინავში ძალიან მშრალი ჰაერია.