5 პლაჟი, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ნახოთ
არავის სჭირდება იმის ახსნა, თუ რა არის პლაჟი. ეს არის ბევრი ქვიშა და კიდევ უფრო ბევრი წყალი. იქ ბანაობენ და ირუჯებიან. თუმცა, არსებობს ჩვენს პლანეტაზე საოცარი სანაპიროები, რომლებიც ძალიან გამოირჩევიან ამ სტანდარტისაგან. ეწვიეთ ამ უჩვეულო პლაჟებს, ეს ყველა მოგზაურის ოცნებაა.
ანსე სურს დ'არჯან- ის სანაპირო — ლა-დიგ, სეიშელის კუნძულები

ყველაზე ლამაზ სანაპიროების რეიტინგში იგი იკავებს ერთ-ერთ პირველა დგილს. აქ არის ქათქათა თეთრი ქვიშა, კოლორიტული ქვის კაჭრები,მწვანე პალმები და ისეთი ლურჯი ზღვა, რომ გგონია ფოტოშოპით დამუშავებულ სურათს უყურებ. ამას დაუმატეთ ტალღების არ არსებობა, ყოველთვის თბილი წყალი, შესანიშნავი კლიმატი და გააცნობიერებთ,რომ ეს არის სამოთხის ფილიალი დედამიწაზე.
ბენგალის სანაპირო — ალგარვე, პორტუგალია

ალგარვე ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა. პლაჟი ვრცელდება 200 კილომეტრზე, გამოირჩევა ციცაბო კლდეების, მცირე უბეებისა და გამოქვაბულების სიუხვით. ამ გამოქვაბულებიდან ერთ-ერთში მოქცეულია ულამაზესი პლაჟი, სადაც მოხვედრა მხოლოდ ზღვიდან არის შესაძლებელი. აქ ვერ გაირუჯებით, მაგრამ ეს დისკომფორტი შესანიშნავი ხედებით კომპენსირდება.
უაითჰევენის პლაჟი (თეთრი სამოთხე) — წმინდა სამების კუნძული, ავსტრალია

მსოფლიოში ცნობილი სახელი ამ პლიაჟმა ქათქათა ქვიშის წყალობით მიიღო. უაითჰევენი გადაჭიმულია ექვს კილომეტრზე და გამოირჩევა კრისტალურად სუფთა წყლითა და ხელუხლებელი ბუნებით. ის შედის ეროვნულ პარკში და დაცულია სახელმწიფოს მიერ. გაითვალისწინეთ ერთი წვრილმანი, უაითჰევენში არ არის ტურისტული ინფრასტრუქტურა და სასტუმროები, მნახველები მხოლოდ ერთი დღით გადაჰყავთ მეზობელი კუნძულიდან.
დამალული პლაჟი - კუნძული მარიეტა, მექსიკა

ამ პლაჟს მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს. ის მდებარეობს მარიეტას კუნძულების არქიპელაგში ერთ-ერთი კუნძულის კლდეში და ჰგავს დიდ ბუნებრივ საცურაო აუზს. ამ სამოთხის მისაღწევად, ტურისტებმა უნდა გაცურონ მოკლე გვირაბში, რის შემდეგაც ხვდევბიან ამ ულამაზეს ადგილას.
ბიოლუმინური პლაჟი — ვაადჰუ, მალდივები

ვაადჰუს ტროპიკული სანაპირო, ჩინებულია დილით, ისევე, როგორც იქაური ნებისმიერი სხვა პლაჟი. მაგრამ ღამით, მისი წყლები თვალისმომჭრელად ანათებენ, ეს თქვენ არასოდეს დაგავიწყდებათ. ტალღა ისე ანათებს ლურჯად, თითქოს ვარსკვლავებს ირეკლავს. ეს ყველაფერი ერთუჯრედიან მიკროორგანიზმების წყალობით ხდება, ეს გრძელდება ივლისიდან თებერვლამდე.