ტიროლის თერმული წყლები
ავსტრიის მთებში, ტიროლის მხარეში მდებარეობს ულამაზესი კურორტი Aqua Dome, რომელიც თავისი თერმული წყლებითა და კონუსური არქიტექტურული ფორმებით არის ცნობილი. ეს არის ყველაზე თანამედროვე, უნიკალური არქიტექტურის მქონე თერმული “აბანო” მთელ ავსტრიაში.
სასტუმროში არის აუზები როგორც შენობაში, ისე ღია ცის ქვეშ – ფერადი ეფექტებით, წყალქვეშა მუსიკით, მასაჟითა და რასაკვირველია, ცხელი წყლით, რომელიც მიწის ქვეშ 1865 მეტრის სიღრმეზე განთავსებული რეზერვუარიდან იკვებება. აუზები სხვადასხვა ფორმისაა და მათი ერთიანი ფართობი 2,200 კვ/მეტრია.
აქ შეგიძლიათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა სიამოვნებას შეუთავსოთ, დატკბეთ სპა სალონებითა და ცხელი აუზებით. სასტუმროს ირგვლივ უამრავი ადგილია, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ, ასეთია, მაგალითად, ვარდნის 159 მეტრიანი სიმაღლის ჩანჩქერი შტუიბენი. ჯგუფური ტურების შემოთავაზების გარდა, თუ ტიროლის მთებში მარტო გასეირნებას გადაწყვეტთ, სასტუმრო მინი კუპერის კაბრიოლეტს გათხოვებთ და მარშრუტსაც დაგიხატავთ.
Aqua dome 4+ ვარსკვლავიანი სასტუმროა, სადაც წელიწადში 350 ათასზე მეტი ადამიანი ისვენებს.




