გიგანტური სკულპტურები ატლანტის ბოტანიკურ ბაღში

18 Jul 2017

მოზაიკულტურა არტსაქმიანობის შესანიშნავი ნაირსახეობაა მათთვის, ვისაც დიდი ეზო და ამ ეზოში ბევრი მწვანე ნარგავი აქვს. ამ რთული, მაგრამ ძალიან ლამაზი არტისტული პროცესის ერთ-ერთი შესანიშნავი შედეგი 2013 წელს ჯორჯიის შტატში მდებარე “ატლანტის ბოტანიკურ ბაღში” 19-ზე მეტი მასიური მწვანე სკულპტურით გაშენებული “გამოგონილი სამყაროა”.

სკულპტურების უმეტესობა აგებულია ლითონის ჩონჩხზე, რომელიც ასევე ლითონის ბადითაა დაფარული. ბადეზე იყრება ტორფული ხავსი და საყვავილე მიწა, რომელშიც ყველა საჭირო მცენარის თესლია გაბნეული. ბადის ქვევით გაყვანილია საირიგაციო ქსელი, რომელიც მცენარეებს წყლით ამარაგებს და მათ ზრდას უწყობს ხელს.

ეს არაჩვეულებრივი ქმნილებები თითქოს მიწიდან არის ამოზრდილი. მასალად გამოყენებული მცენარეები ცოცხალი და მზარდია, შესაბამისად სკულპტურებიც მუდმივად მწვანე და ხასხასა შეფერილობის იქნება. ეს მასალა ხავსი და დაბალტანიანი მცენარეებია, რომელთა ტექსტურისა და ფორმის წყალობით, იოლად შეიძლება ადამიანების ან ცხოველების ვიზუალის იმიტირება. ყველაზე დიდი, მიწის ქალღმერთის სკულპტურა დაახლოებით 7,5 მეტრი სიმაღლისაა და ატლანტის ბოტანიკური ბაღის მუდმივი ბინადარია.

დაათვალიერეთ “გამოგონილი სამყაროს” ფოტოები ჩვენს გალერეაში:

 

 

 

 

Please reload

Please reload

Please reload

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 577694168 ; +995 577694169 ; 995 557591449

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey Google+ Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია