Wizz Air-ი ბარგის გადაზიდვის პოლიტიკას ცვლის

21 Jul 2017

29 ოქტომბრიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოში ხელბარგის გადაზიდვის პოლიტიკას ცვლის. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 29 ოქტომბრიდან ავიაბილეთის ტარიფს ხელბარგის ღირებულებაც დაემატება. 

დღეისათვის ავიაბილეთის ფასში შედის გადასახადები, ადმინისტრაციული და სხვა არანებაყოფლობითი საკომისიოები, ასევე მცირე ხელბარგი (მაქს.: 42x32x25 სმ). დიდი ზომის ხელბარგი და რეგისტრირებული ბარგის ყოველი ერთეული დამატებითი მოსაკრებლის გადახდას ექვემდებარება.  

29 ოქტომბრის შემდეგ კი ერთი მიმართულებით მგზავრობის ფასში შევა გადასახადები, ადმინისტრაციული და სხვა სახის არანებაყოფლობითი მოსაკრებლები, ასევე ხელბარგის ღირებულება, რომლის ზომა 10 კგ-მდე გაიზრდება და შემდეგი პარამეტრები ექნება: 55 x 40 x 23 სმ. რეგისტრირებული ბარგის ყოველი ერთეული კი დამატებითი მოსაკრებლის გადახდას დაექვემდებარება.

შეგახსენებთ, რომ უნგრული ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე 2012 წლის სექტემბრიდან ოპერირებს. ამასთან, 2016 წლის სექტემბერში Wizz Air-მა ქუთაისში საკუთარი ბაზა გახსნა და მგზავრებს დაბალბიუჯეტიანი ფრენები ევროპის რამდენიმე მიმართულებით შესთავაზა.

 

წყარო: http://jako.fm

 

Please reload

Please reload