კოლუმბიის ფერადი მდინარე

24 Jul 2017

კოლუმბიაში, მეტას პროვინციაში,

 

სერანია დე ლა მაკარენას მთებიდან მოედინება ხუთფეროვანი მდინარე კანიო კრისტალეს (Caño Cristales), რომელიც ბოლოს მდინარე გუაიაბეროს (Guayabero) უერთდება. მდინარეს ასევე უწოდებენ “თხევად ცისარტყელას” და “ხუთი ფერის მდინარეს”. კანიო კრისტალესი, მიუხედავად მოკრძალებული ზომისა – ის სიგრძეში დაახლოებით 100 კილომეტრია, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და ლამაზ მდინარედაა აღიარებული.

მსოფლიოს უჭრელეს მდინარეში ხუთი ფერი – წითელი, მწვანე, ყვითელი, ლურჯი და შავი ფიგურირებს. წყალს წითელ შეფერილობას ენდემური მცენარის მაკარენია კლავიხერას (Macarenia clavígera) სიჭარბე აძლევს. მაკარენია კლავიხერა წლის მხოლოდ სპეციფიკურ დროს – წვიმიან და მშრალ პერიოდებს შორის ატკბობს თვალს თავისი ულამაზესი შეფერილობით – ღია ვარდისფერიდან მუქ წითლამდე, დაჩრდილულ ადგილებში ის მომწვანო ფერსაც იძენს და მზის სხივების, მდინარის ქვიშისა და გარემო პირობების გავლენით ზოგან მოლურჯო, მონარინჯისფრო და მოყვითალო შეფერილობისაც არის. მცენარეს თავისი სილამაზის დემონს