სარდინია-მარგალიტი იტალიის კურორტებს შორის
სარდინია... ზღაპრული კუნძული, გარემოცული საიდუმლოებებითა და ლეგენდებით. ხმელთაშუა ზღვაში დღეს სარდინია სიდიდით მეორე კუნძულია. მარგალიტი იტალიის კურორტებს შორის, რომელმაც შეინარჩუნა თავის პირველსახე: ულამაზესი ყურეები, გამოქვაბულები, საოცარი სილამაზის ბუნება და გრანიტის კლდეები. ეს არის კუნძული გამოცანა, რომლის გამოცნობას ცდილობენ როგორც მეცნიერები, ასევე მოგზაურებიც.

ლეგენდის თანახმად, კუნძულზე ოდესღაც ფეხი დადგა ღმერთმა და დატოვა სანდალის კვალი. ასე ძველბერძნული „სანტალიოს“–გან წარმოიქმნა კუნძულის დასახელება – სარდინია.
სარდინიის ქალაქებში უამრავია უძველესი ეპოქების და ხალხის საგანძურები: ციხე–სიმაგრეები, კოშკები, აკლდამები, ამფითეატრები, სასახლეები, გოთიკური ტაძრები, ფინიკიელთა ნეკროპოლები. სარდინიის ერთერთ ყველაზე თვალსაჩინო ღირშესანიშნაობად ითვლება ნურაგი, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს ნებისმიერ აქ ჩამოსულ ტურისტზე. ეს არის ქვის კოშკი, რომელსაც არ გააჩნია ანალოგი. მეცნიერები თვლიან, რომ ოდესღაც ასეთი კონსტრუქციების რაოდენობა შეადგენდა დაახლოებით 30 ათასს და უმრავლესობა შეიქმნა ჩვ. წ. აღრიცხვამდე მე–2 ათასწლეულში. ამის გარდა, მეცნიერთა შორის არსებობს მოარული აზრი იმის თაობაზე, რომ სწორედ სარდინია– ეს არის დაკარგული ატლანტიდა, რასაც ადასტურებს ზოგიერთი ისტორიული ფაქტი.

სარდინიის ცენტრს წარმოადგენს ქალაქი კალიარი, რომელიც მდებარეობს კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე. ეს არის უძველესი ქალაქი, რომელიც უპირველეს ყოვლისა საინტერესოა თავისი ვიწრო ძველებური ქუჩებით და დამცავი ნაგებობებით. ამავე დროს, ეს არის დიდი თანამედროვე საპორტო ქალაქი.

სარდინიაში ნებისმიერი ადამიანისთვის გამოიძებნება მისი, საკუთარი „პატარა სამოთხე“ – როგორც განმარტოების მაძიებლებისთვის, ასევე მათთვის ვისაც სურს აქტიური დასვენება და მხიარული დროსტარება. მაგალითად, კურორტი პორტო ჩერვო, რომელიც განლაგებულია სარდინიის ჩრდილოეთ ნაწილში და წარმაოდგენს ელიტარული კურორტის კოსტა სმერალდას გულს, გარდა მდიდრული და კომფორტული სასტუმროებისა სთავაზობს სტუმრებს სხვადასხვა სახის გართობას– ყველაზე პრესტიჟულ ბუტიკებში გასეირნებიდან დაწყებული და დამთავრებული გოლფის თამაშით ან იახტების რეგატით. გასაოცარი სილამაზის ბუნება, ბუნებრივი ყურეებითა და ულამაზესი თეთრი პლიაჟებით კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის აქ დასვენებას.

სარდინია დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს დაგიტოვებთ!