ნორვეგიაში არ შეიძლება აღარც ერთი ხის მოჭრა!

მსოფლიოში მრავალი პროდუქტის წარმოება პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულია ტროპიკული ტყეების განადგურებასთან – ეს არის როგორც ხის მასალა სხვადასხვა ნივთის დასამზადებლად, ისე საჭმელი პროდუქტები პალმის ზეთით. განსაკუთრებით ზარალდება არგენტინის, ბოლივიის, ბრაზილიის, პარაგვაის, ინდონეზიის, მალაიზიის და პაპუა-ახალი გვინეის ტყეები. მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ ნადგურდება ასობით სახეობის ცხოველისა თუ ფრინველის სახლი.

ნორვეგიის სახელმწიფო აღარ შეისყიდის საქონელს, რომლის დამზადებაც დაკავშირებულია ხეების ჭრასთან. ასევე, ნებისმიერი კომპანია, რომელიც ანადგურებს ტროპიკულ ტყეებს, ვერ გააფორმებს სახელმწიფო კონტრაქტებს.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე კომპანიამ უკვე გააუქმა ასეთი საქონლის შემოტანა, თუმცა აქამდე მათი ეს ქმედება მთავრობის დადგენილებით არ იყო გამოწვეული. ახლა კი, ნორვეგია ხდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც უარი თქვა ისეთი საქონლის შესყიდვაზე, რომლის დასამზადებლადაც ნადგურდება ტროპიკული ხეები. პლანეტის ხეების შესანარჩუნებლად ამოქმედდება უმკაცრესი მოთხოვნები.

ნორვეგიის ფონდმა მოუწოდა სხვა ქვეყნებსაც, გააკეთონ იგივე. კონკრეტულად, მოუწოდა დიდ ბრიტანეთს და გერმანიას.

მსოფლიოს ხეების შენარჩუნების საქმე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ერისთვის. შეიძლება ეს მხოლოდ პატარა ნაბიჯია, მაგრამ, სამაგიეროდ, სწორი მიმართულებით გადადგმული.

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 205 01 10

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია