ლიხთენსთეინსლამი – მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ხეობა

14 Aug 2017

ავსტრიის ალპებში, ზალცბურგიდან ჩრდილოეთით 50 კილომეტრზე, მდებარეობს ლიხთენსთეინსლამი – 4 კილომეტრის სიგრძის ვიწრო ხეობა, 300 მეტრამდე სიმაღლის კედლებით, რომლის ბოლოშიც ულამაზესი ჩანჩქერია. ხეობის სიგანე ზოგიერთ ადგილას რამდენიმე მეტრს არ აღემატება. ხეობაში შესვლა სპეციალურად გაკეთებული ხის მოაჯირიანი ბილიკითაა შესაძლებელი.

ხეობის ფორმირება მთის მდინარის გროსარლერ ეიქის (Großarler Ache) “დამსახურებაა”. 1875 წელს ხეობაში ბილიკის გაყვანა ალპური კლუბის Pongau-ს წევრებმა დაიწყეს, მაგრამ სახსრების უკმარისობის გამო ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ლიხთენსთეინის პრინცმა იოანე II, რომელსაც ქალაქ გროსარლის შორიახლოს სანადირო სახლი ჰქონდა, სამუშაოების დასასრულებლად ოქროს 600 გულდენი გაიღო. საბოლოოდ ლიხთენსთეინის ხეობას სახელწოდებაც პრინცის პატივსაცემად  ეწოდა.

ხეობა დამთვალიერებლებისთვის ღიაა მაისის დასაწყისიდან სექტემბრის ბოლომდე, დილის 8 საათიდან საღამოს 6 საათამდე. ოქტომბერში ვიზიტის საათები 2 საათით მცირდება და ხეობაში სტუმრობა შესაძლებელია დილის 9 საათიდან დღის 4 საათამდე. ოქტომბრის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე ხეობა იხურება. ყოველ წელიწადს ხეობას დაახლოებით 100 ათასი სტუმარი ჰყავს.

 

 

 

 

Please reload

Please reload

Please reload

Please reload

ვიზაჯორჯია

დ. აღმაშენებლის გამზ.175, თბილისი 0112, საქართველო

ტელ: +995 577694168 ; +995 577694169 ; 995 557591449

ელ-ფოსტა:  info@visageorgia.ge

 

  • Grey Facebook Icon
  • Grey Google+ Icon
  • Grey YouTube Icon
  • Grey Instagram Icon
© 2018 ყველა უფლება დაცულია