top of page

კლდეში გამოკვეთილი მუზეუმი

კროპლატსის პოპულარულ მწვერვალზე გაჩნდა უცნაური ნაგებობა. მისი ნაწილი დაფარულია მიწაში, მეორე ნაწილი კი უღელტეხილს გადაჰყურებს, საიდანაც ჩანს ალპების ულამაზესი ხედი. შენობაში განთავსებულია რაინჰოლდ მესნერის (ცნობილი ალპინისტის) სახელობის მუზეუმი. გასაკვირი არაა, რომ პროექტის ავტორი არის ზაჰა ჰადიდი, რომელიც არაერთი არქიტექტურული შედევრის ავტორია მთელს მსოფლიოში.

მუზეუმი განთავსებულია კროპლატსის მთის ვერანდაზე, რომელიც პოპულარული ადგილია ტურისტებისთვის.

შესვლისას მნახველები თითქოს ხვდებიან უზარმაზარ გვირაბებში, რომლებიც პირდაპირ ვერანდაზე გადის და გადაჰყურებს ცნობილ მწვერვალებს.

ძირითად სამშენებლო მასალად გამოყენებულ იქნა რკინა-ბეტონი და ფიბრობეტონი. დიზაინი შერჩეულ იქნა ირგვლივ არსებულ ლანდშაფტთან შეხამებით.

გარე ფასადის ნაცრისფერი პანელები თავიანთი ფერებით მიაგავს ადგილობრივ მცენარეულობას, ხოლო ინტერიერის მუქი ფერები მოგვაგონებენ ანტრაციტს.

იმისათვის, რომ შეექმნათ 1000 კვადრატული მეტრის მუზეუმი, კლდეში გაკვეთეს 4000 კვადრატული მეტრის მიწა.

ეს ადგილი საოცარ შთაბეჭდილებებს უქმნის მნახველებს.

Please reload

bottom of page