top of page

მარგალიტად წოდებული შალე

ეს ულამაზესი შალე, რომელსაც Pearl (მარგალიტი) ჰქვია, საუკეთესო სერვისისა და ადგილმდებარეობის გამო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კერძო დასასვენებელი სახლია კურშეველში.

შალე საკმაოდ ძველია – ის 1850 წელს არის აშენებული. შენობას 1 მილიონი ევროს ღირებულების განახლების სამუშაოები ჩაუტარდა. მარგალიტი” საფრანგეთის ალპებში, სამთო-სათხილამურო კურორტ კურშეველში მდებარეობს. შალეს მთავარი ღირსება დიდი დახურული აუზი, არაჩვეულებრივი სპა და ფიტნეს ოთახებია.

გარდა ამისა, დასასვენებელ სახლში არის თანამედროვე ტექნიკით და ძვირადღირებული ავეჯით აღჭურვილი შვიდი საძინებელი, სამზარეულო, მისაღები, გასართობი და დასასვენებელი ოთახები. შენობას აქვს რვა აივანი და ლიფტი.

შალეს სტუმრებს ერთი მენეჯერი-კონსიერჟი, ერთი შეფმზარეული, ორი მიმტანი, ორი მძღოლი და სამი დამლაგებელი ემსახურება.

Please reload

bottom of page